პრემ ტინსულანონი
პრემ ტინსულანონი | |
ტაილანდის რეგენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ოქტომბერი, 2016 – 29 ნოემბერი, 2016 | |
მონარქი | ვაკანტური |
წინამორბედი | პუმიპონ ადულიადეტი |
მემკვიდრე | მაჰა ვაჩირალონგკორნი |
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 მარტი, 1980 – 4 აგვისტო, 1988 | |
მონარქი | პუმიპონ ადულიადეტი |
წინამორბედი | კრიანგსაკ ჩამამანანი |
მემკვიდრე | ჩატჩაი ჩუნხავანი |
დაბადებული | 26 აგვისტო, 1920 სონგკლა, ტაილანდი |
გარდაცვლილი | 26 მაისი, 2019 (98 წლის) |
პროფესია | სამხედრო |
პრემ ტინსულანონი (ტაი. เปรม ติณสูลานนท์, დ. 26 აგვისტო, 1920, სონგკლა, ტაილანდი — გ. 26 მაისი, 2019) — ტაილანდის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1980-1988 წლებში. სამეფო საიდუმლო საბჭოს თავმჯდომარე 1998 წლის 4 სექტემბრიდან. 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე ტაილანდის სამეფოს რეგენტია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა არისტოკრატიულ ოჯახში. 1935 წელს სონგკლაში დაასრულა საშუალო სკოლა. 1937 წელს სუან-კულარბის კოლეჯი. 1941 წელს ჩულაჩომკლაოს სამეფო სამხედრო აკადემია, ტაილანდის თავდაცვის ეროვნული კოლეჯი (1966). ტაილანდის არმიის კადრის ოფიცერი.
1968 წლის 4 ივლისიდან 1971 წლის 3 ივლისამდე სენატორია. 1972-1973 წლებში პარლამენტის დეპუტატი, ხოლო 1974-1977 წლებში მეორე სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი.
1976 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა სამხედრო გადატრიალებას და შევიდა პრემიერ-მინისტრის საკონსულტაციო საბჭოში. სამხედროები ხელისუფლებაში მოვიდნენ წესრიგის აღდგენისა და მემარცხენე ძალების წინააღმდეგ რეპრესიების დაპირებით. პრემიერის ტანამდებობაზე წარადგინეს ტანინ კრაივიჩენი. მისმა რეაქციულმა პოლიტიკამ ახალი გადატრიალება გამოიწვია 1977 წლის 20 ოქტომბერს. ჩამოყალიბდა რევოლუციური საბჭო, რომელშიც შევიდა პრემ ტინსულანონი.
1977-1978 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. 1979-1980 წლებში თავდაცვის მინისტრია. ამავე თანამდებობას იკავებს 1980-1986 წლებში. 1980 წლის 3 მარტიდან 1988 წლის 1 აგვისტომდე ტაილანდის პრემიერ-მინისტრია. 1988 წლის 23 აგვისტოდან სამეფო საიდუმლო საბჭოს წევრი, ხოლო 1998 წლიდან ამავე საბჭოს თავმჯდომარეა.
დაჯილდოებულია მრავალი მედლით და ორდენით.
პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრემიერის თანამდებობაზე მისი რვაწლიანი მოღვაწეობას მოჰყვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წარმატება. დასრულდა ქვეყნის ელექტროფიკაცია, აშენდა ახალი გზები, მსხვილი სამრეწველო საწარმოები, საპორტო ნაგებობები. ბანგკოკში მიმდინარეობდა აქტიური აღმშენებლობა, შენდებოდა მრავალსართულიანი სახლები. მკვეთრად შემცირდა უმუშევრობა.
აქტიურად იბრძოდნენ მემარცხენე რადიკალი აჯანყებულების წინააღმდეგ. შედეგად შეწყდა პარტიზანული მოძრაობები. მისმა აქტიურმა მონაწილეებმა ქვეყანა დატოვეს. ზოგიერთმა ამნისტიით ისარგებლა, მათგან რამდენიმემ გააგრძელა პოლიტიკური ცხოვრება და გახდნენ დეპუტატები ან მთავრობის წევრები.
პრემიერ-მინისტრმა შეინარჩუნა მჭიდრო კავშირები აშშ-სთან.
პრემ ტინსულანონის პრემიერობის დროს მის წინააღმდეგ ორი გადატრიალების მცდელობა მოხდა: 1981 წლის 1 აპრილს და 1985 წლის 9 სექტემბერს. თუმცა მალევე ჩაახშეს. 1988 წელს ხელისუფლება გადააბარა ჩატჩაი ჩუნხავანს.
საიდუმლო საბჭო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ რაც დაიკავა საიდუმლო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა, ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა. კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა ქვეყნის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ტაქსინ ჩინავატთან (2001-2006 წწ.). 2005-2006 წლების პოლიტიკური კრიზისის დროს პრემ ტინსულანონი აკრიტიკებდა მოქმედ მთავრობას. არსებობს ვერსია, რომ იგი იყო ტაქსინ ჩინავატისადმი დაპირისპირებული დაჯგუფებების მედიატორი, ჯგუფებისა, რომლებმაც გამოიწვიეს სამხედრო გადატრიალება 2006 წლის 20 სექტემბერს. 2006 წლის 1 ოქტომბერს მეფემ პრემიერად დანიშნა სურაიუდ ჩულანონტი, გადაწყვეტილებას სრულიად ეთანხმებოდა საიდუმლო საბჭოც.
რეგენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტი. მისმა ერთადერთმა ვაჟმა და ტახტის მემკვიდრემ მაჰა ვაჩირალონგკორნმა მოითხოვა დაუყოვნებლივ ასულიყო ტახტზე, მაგრამ საიდუმლო საბჭოს გადაწყვეტილებით რეგენტად დაინიშნა საბჭოს თავმჯდომარე პრემ ტინსულანონი ვაჩირალონგკორნის ტახტზე ასვლამდე[1]. 2016 წლის 29 ნოემბერს ტახტზე ადის მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сайт о генерале Преме Тинсуланоне (ინგლისური)
- Современная история Таиланда დაარქივებული 2007-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Государственные перевороты в Таиланде დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- О деятельности Таксина Чинавата დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.