პრემიერლიგა (სნუკერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პრემიერ-ლიგა (ინგლ. Snooker Premier League); აგრეთვე ცნობილია სპონსორის სახელწოდების მიხედვით, რომელიც სახელის წინ ემატებოდა) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული (მოწვევითი) ტურნირი.

ტარდება 1987 წლიდან. ამჟამად პრემიერ-ლიგა იმართება დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში სეზონის პირველი ნახევრიდან WPBSA-ს სხვა ტურნირებს შორის. პრემიერ-ლიგის პრომოუტერი და ფაქტობრივი მფლობელი არის ბარი ჰირნი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო წარმატებული მენეჯერი ისეთი ცნობილი მოთამაშეებისა, როგორებიც არიან სტივ დეივისი და რონი ო’სალივანი. 2011 წლამდე პრემიერ-ლიგა კერძო ღონისძიებად ითვლებოდა, სანამ WPBSA-მ ტურნირი მეინ-ტურის კალენდარში არ შეიტანა.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
1987 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა ნილ ფუდსი * 1986/87
1988 ინგლისის დროშა სტივ დეივისი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი * 1987/88
1989 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა ჯონ პეროტი * 1988/89
1990 ინგლისის დროშა სტივ დეივისი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი * 1989/90
1990 ინგლისის დროშა ტონი მეო ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი * 1989/90
1991 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა სტივ დეივისი * 1990/91
1992 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა სტივ დეივისი 9:2 1991/92
1993 ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი შოტლანდიის დროშა ალან მაკმანუსი 10:7 1992/93
1994 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა ჯონ პეროტი 10:7 1993/94
1995 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ირლანდიის დროშა კენ დოერტი 10:2 1994/95
1996 ირლანდიის დროშა კენ დოერტი ინგლისის დროშა სტივ დეივისი 10:5 1995/96
1997 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 10:8 1996/97
1998 ირლანდიის დროშა კენ დოერტი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი 10:2 1997/98
1999 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი 9:4 1998/99
2000 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი უელსის დროშა მარკ უილიამსი 9:5 1999/00
2001 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 9:7 2000/01
2002 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი 9:4 2001/02
2003 ჰონგ-კონგის დროშა მარკო ფუ უელსის დროშა მარკ უილიამსი 9:5 2002/03
2004 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი 9:6 2003/04
2005 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი უელსის დროშა მარკ უილიამსი 6:0 2004/05
2005 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 6:0 2005/06
2006 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი 7:0 2006/07
2007 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი 7:4 2007/08
2008 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ინგლისის დროშა მარკ სელბი 7:2 2008/09
2009 ინგლისის დროშა შონ მერფი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 7:3 2009/10
2010 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ინგლისის დროშა შონ მერფი 7:1 2010/11
2011 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი 7:1 2011/12
2012 ინგლისის დროშა სტიუარტ ბინემი ინგლისის დროშა ჯად ტრამპი 7:2 2012/13

* პლეი-ოფი არ ყოფილა, გამარჯვებული განისაზღვრა ქულების მიხედვით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]