შინაარსზე გადასვლა

პრეზუმფცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრეზუმფცია (ლათ. praesumptio — ვარაუდი, მოლოდინი, იმედი) — ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება (მაგ. ამა თუ იმ დაავადების დიაგნოზის შესახებ), რომელიც ჭეშმარიტად ითვლება მანამ, სანამ მისი მცდარობა არ დამტკიცდება.[1] ვარაუდები ფართოდ გამოიყენება სამართალსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

ძველი ებრაული სამართლის კოდექსი, თალმუდი, მოიცავდა ვარაუდებზე დაფუძნებულ მსჯელობას. დებულებები ჭეშმარიტად ითვლებოდა, თუ არ არსებობდა საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება. მაგალითად, „ჩვეულებრივ, ვალს ვადამდე არ იხდიან“.

იგივე კონცეფცია გვხვდებოდა ძველ რომაულ სამართალში, სადაც, მაგალითად, თუ არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, იყო თუ არა ბავშვი ნამდვილად იმ პირის შთამომავალი, რომელსაც ანდერძით ფული დარჩა, პრეზუმფცია ბავშვის სასარგებლოდ ხდებოდა. შუა საუკუნეების რომაული და კანონიკური სამართალი ვარაუდებს სიძლიერის მიხედვით აფასებდა: მსუბუქი, საშუალო ან აშკარა და ძლიერი. ეს კლასიფიკაცია და მრავალი ინდივიდუალური ვარაუდი XVII საუკუნეში ინგლისურ სამართალში დუარდ კოკმა შემოიტანა.[2]

იურისპრუდენციაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არის სისხლის სამართლის ერთ-ერთი პრინციპი, ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი უფლება, რომლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და/ან ბრალდებული პირი არ მიიჩნევა დამნაშავედ მანამდე, ვიდრე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას.

გარდაცვალების პრეზუმპცია — პირი, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა ახსნა-განმარტების გარეშე და/ან უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ითვლება გარდაცვლილად საერთო სამართლის მიხედვით. პრეზუმფციის წარმოშობისთვის საჭირო კანონიერი დრო ხშირად სხვადასხვაა ქვეყნების მიხედვით.

ავტორობის პრეზუმფცია — საავტორო უფლებების სამართალში წესია, რომლის მიხედვითაც ავტორობა იურიდიულად ძალადაკარგულად ითვლება მანამ, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება. ავტორობის პრეზუმფცია მიზნად ისახავს თავად ავტორისთვის ნაწარმოების ავტორობის დამტკიცების ხელშეწყობას და ამით ავტორის დაცვას პლაგიატის უსაფუძვლო ბრალდებებისგან.

  1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
  2. Franklin, J. (2001). The Science of Conjecture: Evidence and Probability Before Pascal. Baltimore: Johns Hopkins University Press.