პრედიამის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრედიამის ციხესიმაგრესლოვენიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ციხესიმაგრე. მდებარეობს ქალაქ პოსტოინადან 10 კმ-ში. ციხესიმაგრე ფარავს გიგანტური გამოქვაბულის შესასვლელს. მისი სახელწოდებაც ითარგმნება როგორც „გამოქვაბულის წინ მდებარე“. ციხესიმაგრე ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1274 წელს.

სლოვენიელებისათვის ციხეიმაგრე არის დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობისა და შეუპოვრობის სიმბოლო. 1990 წელს დასრულდა ციხესიმაგრის კოსმეტიკური რესტავრაცია. ამჟამად ციხესიმაგრეს აქვს ეროვნული მუზეუმის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]