პრეტენდენტთა VII ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრეტენდენტთა VII ტურნირი. 1 - 22 თებერვალი 1986. მალმიო

გაიმართა მალმიოში. მონაწილეთა შერჩევა მოხდა საზონათშორისო ტურნირების ექვსი გამარჯვებული და წინა პრეტენდენტთა ტურნირის ორივე ფინალისტი: ირინა ლევიტინა და ლიდია სემიონოვა. ტურნირი ორ წრედ გაიმართა. პირველი წრე კარგად ჩაატარა მარტა ლიტინსკაიამ, რომელიც 6 ქულით ლიდერობდა კიდეც, მაგრამ მეორე წრეში მხოლოდ ორი ქულა შემატა თავის აქტივს. შედარებით ჩაუვარდა პირველი წრე ნანა ალექსანდრიას, რომელმაც მხოლოდ 3,5 ქულის დაგროვება შეძლო, რამაც იქონია კიდეც გავლენა საბოლოო შედეგზე. ყველაზე სტაბილურად გამოვიდა ელენა ახმილოვსკაია, რომელმაც მოიპოვა კიდეც მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩის გამართვის უფლება.

მოჭადრაკე 1 2 3 4 5 6 7 8
1 ელენა ახმილოვსკაია საბჭოთა კავშირის დროშა 0,= =,0 1,= 1,= 1,= 1,1 1,1 9,5
2 ნანა ალექსანდრია 1,= საბჭოთა კავშირის დროშა 0,1 1,0 0,1 =,1 0,1 1,1 9
3 მარტა ლიტინსკაია =,1 1,0 საბჭოთა კავშირის დროშა 1,0 1,0 1,0 =,0 1,1 8
4 პია კრამლინგი 0,= 0,1 0,1 შვედეთის დროშა 1,1 =,0 1,= 0,= 7
5 ლიდია სემიონოვა 0,= 1,0 0,1 0,0 საბჭოთა კავშირის დროშა 1,= =,1 1,= 7
6 აგნეშკა ბრუსტმანი 0,= =,0 0,1 =,1 0,= პოლონეთის დროშა 0,1 =,1 6,5
7 ირინა ლევიტინა 0,0 1,0 =,1 0,= =,0 1,0 საბჭოთა კავშირის დროშა 1,= 6
8 უ მინ ციანი 0,0 0,0 0,0 1,= 0,= =,0 0,= ჩინეთის დროშა 3