პრედაპიო
| დასახლებული პუნქტი | |||
|---|---|---|---|
|
პრედაპიო იტალ. Predappio | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| რეგიონი | ემილია-რომანია | ||
| მუნიციპალიტეტი | ფორლი-ჩეზენის პროვინცია | ||
| კოორდინატები | 44°06′15″ ჩ. გ. 11°59′06″ ა. გ. / 44.10417° ჩ. გ. 11.98500° ა. გ. | ||
| მმართველი | რობერტო კანალი | ||
| ფართობი | 91,39 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 133 მ | ||
| მოსახლეობა | 6135 კაცი | ||
| სიმჭიდროვე | 67 კაცი/კმ² | ||
| სატელეფონო კოდი | +39 0543 | ||
| საფოსტო ინდექსი | 47016 | ||
| საავტომობილო კოდი | FC | ||
| ოფიციალური საიტი | http://www.comune.predappio.fc.it/ | ||
პრედაპიო (იტალ. Predappio) — მუნიციპალიტეტი ფორლი-ჩეზენის პროვინციაში, ემილია-რომანიას რეგიონში. 2021 წლის 1 იანვრის მონაცემებით აქ ცხოვრობს 6195 ადამიანი. ქალაქი ცნობილია იმით, რომ არის ნაციონალური ფაშისტური პარტიის დამაარსებლისა და იტალიის დიქტატორის (1922-1943), ბენიტო მუსოლინის დაბადების ადგილი. მუსოლინი დაკრძალულია პრედაპიოში და მისი მავზოლეუმი ტურისტულ და იტალიელი ნეოფაშისტების მომლოცველობის ადგილადაა ქცეული.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი წარმოშობიდან 1920-იან წლებამდე, პრედაპიო იყო მოკრძალებული ქალაქი, რომელიც ფორლის ბორცვებზე მდებარეობდა. ავგუსტუსმა იტალია დაყო 11 პროვინციად და პრედაპიო მე-6 პროვინციაში შედიოდა. ითვლება, რომ სახელი მომდინარეობს რომაული ოჯახის სახელიდან რომელიც დასახლდა აქ და ერქვა „Appi“. ქალაქს შესაბამისად დაერქვა „Praesidium Domini Appi“, შემოკლებით „Pre.DiAppi“ (პრედაპიო).
ისტორიულად, ქალაქი აშენდა შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ირგვლივ, რომელიც ხეობას გადაჰყურებდა.
ბენიტო მუსოლინი დაიბადა პრედაპიოში 1883 წელს. იმის შემდეგ რაც 1923-24 წლის ზამთარში ზვავი ჩამოწვა და ქალაქის ბევრი მაცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩა, მთავრობამ გადაწყვიტა აქ აეშენებინა უფრო დიდი და პრესტიჟული ქალაქი მუსოლინის დაბადების ადგილის აღსანიშნავად. ახლომდებარე ქალაქ ფორლისთან ერთად, პრედაპიოს მიენიჭა „ლიდერის ქალაქის“ წოდება, მას შემდეგ, რაც მუსოლინი გახდა იტალიის დიქტატორი.
პრედაპიო გახდა იტალიელი და სხვა ნეოფაშისტების მომლოცველობის ადგილი.[1][2]ამ ფაქტმა ანტიფაშისტების კრიტიკა და პროტესტი გამოიწვია.[3]
2009 წლის აპრილში ქალაქის საბჭომ აკრძალა ფაშისტური სუვენირების გაყიდვა.[4] 2014 წელს მერმა გამოაცხადა „ფაშიზმის ისტორიისადმი მიძღვნილი მუზეუმის“ აშენების გეგმები.[5] მერის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილების მიზანი იყო ხალხისთვის დაემახსოვრებინათ „ისტორიის ფენდიმენტალური ნაწილი“. მოგვიანებით ქალაქში ისევ ნებადართული გახდა ფაშისტური სუვენირების გაყიდვა.
2019 წელს პრედაპიოს მერად აირჩიეს რობერტო კანალი. 2019 წლის 14 აპრილს კანალიმ გამოაცხადა , რომ უნდოდა მუსოლინის საფლავი ექცია ტურისტულ ადგილად, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მიზნით.[6][7]
გამოჩენილი ხალხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბენიტო მუსოლინი (1883-1945) — პოლიტიკოსი და ფაშისტური იტალიის დიქტატორი 1922-დან 1943 წლამდე
- ედვიგე მუსოლინი (1888-1952) — ბენიტო მუსოლინის და
- რაშელ მუსოლინი (1890-1979) — ბენიტო მუსოლინის ცოლი
- ადონე ცოლი (1887-1960) — იტალიის პრემიერ მინისტრი
- ბენიტო პარტისანი (1906-1969) — არტისტი
- პინო რომუალდი (1913-1988) — პოლიტიკოსი და ჟურნალისტი
- ივანო ნიკოლუჩი (1930-2002) — მუსიკოსი
- ანდრეა ემილიანი (1931) — ხელოვნების ისტორიკოსი
- ვიტორიო ემილიანი (1935) — პოლიტიკოსი და ჟურნალისტი
- გილბერტო კაპელი (1952) — კომპოზიტორი და მხატვარი
- მარინო ამადორი (1957) — ველოსიპედისტი
- გიორგიო კანალი (1958) — მუსიკოსი და მომღერალი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Neo-Fascists In Italy Gather For 90th Anniversary Of March On Rome
- ↑ Inside the Mussolini Museum
- ↑ Mussolini’s Hometown Can’t Figure Out How to Quit Him
- ↑ Mussolini's hometown finally bans fascist souvenirs
- ↑ History of fascism museum to open in Mussolini’s town
- ↑ benito mussolini's tomb opens all year to meet demand
- ↑ Right-wing mayor of Mussolini's birthplace pushes to open dictator's crypt to public all year round