პრაღა 4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრაღა 4-ის ჩრდილოეთი ნაწილის ხედი თვითმფრინავიდან

პრაღა 4პრაღის 10 რაიონიდან ერთ-ერთი, რომლის ცენტრი არის ნუსლეში და ცალკე რაიონად გამოიყო 1960 წლის 1 ივლისს. 1968-1974 წლებში მას შეუერთდა ბევრი სოფელი და დაბა, რომლებიც პრაღას დაექვემდებარა. მდებარეობს ვლტავის მარჯვენა სანაპიროზე, პრაღის ცენტრიდან სამხრეთით.

პრაღის ნაწილი პრაღა 4 ცალკე მუნიციპალიტეტად გამოიყო 1990 წლის 24 ნოემბერს, როცა მოხდა პრაღის ხელახალი დარაიონება და 10 რაიონი დაიყო 56 მუნიციპალიტეტად (მოგვიანებით 57). იგი მოიცავს პრაღა 4-ის რაიონის ცენტრალურ ნაწილს.

რაიონი პრაღა 4[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის პრაღა 4-ის რაიონი მოიცავს მუნიციპალიტეტებს: პრაღა 4, კუნრატიცე, პრაღა 11 (იჟნი მნესტო), შებეროვი, უიეზდი, პრაღა 12 (მოდრჟანი), ლიბუში.

მუნიციპალიტეტი პრაღა 4[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტი პრაღა 4 მოიცავს საკადასტრო უბნებს: ბრანიკი, ჰოდკოვიჩკი, კრჩი, ლჰოტკა და პოდოლი. ასევე ნუსლეს ძირითად ნაწილს (ნუსლეს ხეობის გარდა) და მიხლეს (ბოჰდალეცის გარეშე), ზაბეჰლიცის მცირე ნაწილს (სპორჟილოვს) და ვინოჰრადის მცირე ნაწილს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]