პრაქტიკული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1993[1]
ტიპი საგანმანათლებლო დაწესებულება[1]
ქვეყანა რუსეთი[1]
პრაქტიკული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი — რუსეთი
პრაქტიკული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
http://www.ipos-msk.ru/eng/[1]

პრაქტიკული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (რუს. Институт практического востоковедения, (რუსული აბრევიაციით ИПВ) — უმაღლესი პროფესიული განათლების არასახელმწიფო საგანამანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულ იქნა აღმოსავლეთმცოდნეობითი განათლებისა და მეცნიერების თანაქმედების ფონდის მიერ 1993 წელს. ინსტიტუტი მდებარეობს მოსკოვში.

პრაქტიკული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში შეასწავლიან შემდეგ ენებს: არაბული, ვიეტნამური, ინდონეზიური, ჩინური, კორეული, მალაიზიური (მალაიური), თურქული, ჰინდი, იაპონური ენები. აქვე ფუნქციონირებს მოსამზადებელი კურსები.

ინსტიტუტის 30 მასწავლებლიდან 5 პროფესორია, ხოლო 21 დოცენტი. მასწავლებელთა უმეტესობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის კურსდამთავრებულები არიან, რომელთაგან არაერთი ორივე სასწავლო დაწესებულებაში ასწავლის შესაბამის დარგებს.

სტუდენტები ინსტიტუტის დასრულებისთანავე იღებენ აღმოსავლეთმცოდნეობის, აფრიკანისტიკის ბაკალავრის ხარისხს, ხოლო 2007 წელს ინსტიტუტში გაიხსნა მაგისტრატურა, რომელიც აკრედიტებულია 2009 წლიდან.

პრაქტიკული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს აღმოსავლეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან, რის გამოც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ენობრივი სტაჟირება გაიარონ შესასწავლი ენის ქვეყანაში. ზოგ ქვეყანაში (ვიეტნამი, კორეა, ირანი, თურქეთი) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სტუდენტები უფასოდ სწავლობენ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Труды Института практического востоковедения / Ред. колл.: В. В. Бойцов, Г. М. Бонгард-Левин, Л. Г. Губарева, Д. В. Деопик (предс.), Б. А. Захарьин, А. М. Карапетьянц, Е. В. Маевский, А. В. Меликсетов, Д. В. Микульский, Л. В. Посувалюк, А. Л. Федорин; Отв. ред. тома: Д. В. Микульский, В. В. Орлов; Институт практического востоковедения. — М.: Восточная литература, 2005. — Т. I: Сборник статей к 10-летию ИПВ. — 296 с. — 400 экз. — ISBN 5-02-018470-5.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 GRID Release 2017-05-22 — 2017-05-22 — 2017. — doi:10.6084/M9.FIGSHARE.5032286