პრასკოვია ივანოვსკაია
პრასკოვია ივანოვსკაია | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 3 ნოემბერი, 1852 |
დაბადების ადგილი | ტულა |
გარდაცვალების თარიღი | 19 სექტემბერი, 1935 (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პოლტავა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() |
განათლება | theological school და Higher Women's Courses |
მეუღლე/ები | Q15065080? |
პრასკოვია სემიონის ასული ივანოვსკაია (რუს. Праско́вья Семёновна Ивано́вская, დ. 15 ნოემბერი, 1852, სოფელი სოკოვნინო, ჩერნის მაზრა, ტულას გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 19 სექტემბერი, 1935, პოლტავა, უკრაინის სსრ, სსრკ) — რუსი რევოლუციონერი, ტერორისტი, პარტია „ნაროდნაია ვოლიას“ და სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრასკოვია ივანოვსკაია 1852 წლის 15 ნოემბერს მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში. პრასკოვიას გარდა, ოჯახში იზრდებოდნენ დები — ალექსანდრა, ევდოკია და ძმები — ვასილი, ივანე და პეტრე.
მისი და ევდოკია ივანოვსკაია მწერლ ვლადიმიერ კოროლენკოს მეუღლე, ხოლო ძმა ვასილი — ნაროდნიკი რევოლუციონერი და ექიმი იყო.
პრასკოვია სწავლობდა ტულას სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი პეტერბურგში უმაღლეს ქალთა კურსებზე.
1870-იანი წლების მეორე ნახევარში იგი ოდესაში ჩართული იყო ნაროდნიკურ წრეებში. 1878 წელს ოდესაში დააპატიმრეს და სამთვიანი პატიმრობის შემდეგ მამამისთან, სამშობლოში გაგზავნეს, რათა შემდგომ გადაწყვეტილებას იქ დალოდებოდა. პრასკოვია რუმინეთში გაემგზავრა, სადაც მისი ძმა, ვასილი ცხოვრობდა.
1880 წლის გაზაფხულზე რუსეთში დაბრუნების შემდეგ, იგი შეუერთდა პარტია „ნაროდნაია ვოლიას“, მონაწილეობდა კონსპირაციული ბინების და სტამბების მოწყობაში.
1882 წლის სექტემბერში იგი ვიტებსკში დააპატიმრეს. 1883 წელს „17 ნაროდნიკის“ პროცესზე გაასამართლეს. მას სიკვდილით დასაჯა მიუსაჯეს, რაც შემდგომში უვადო კატორღით შეცვალეს. პატიმრობა აღმოსავლეთ ციმბირში კარის კატორღაში გაატარა. 1897 წლის მაისში იგი სოფელ ახალ აკატუში მდებარე ციხეში გადაიყვანეს.
1898 წელს იგი ბარგუზინის ოლქში დასახლდა, სადაც ოთხი წელი გაატარა. 1902 წელს ჩიტაში გადაიყვანეს, საიდანაც 1903 წელს გაიქცა.
პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ, იგი სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის საბრძოლო ორგანიზაციის შემადგენლობაში შევიდა. მონაწილეობდა ვიაჩესლავ პლევეს მკვლელობის მომზადებაში. მზარეულის პროფესიას ამოფარებული, კონსპირაციულ ბინაზე ცხოვრობდა ბორის სავინკოვთან, დორა ბრილიანტთან და ეგორ საზონოვთან ერთად.

1904 წლის 15 ივლისს პლევეს მკვლელობის შემდეგ, იგი ოდესის გავლით რუმინეთში გაემგზავრა, სადაც მისი ძმა, ემიგრაციაში ცხოვრობდა. შემდეგ, 1904 წლის ბოლოს, ჟენევაში (შვეიცარია) დასახლდა. იგი 1905 წლის 14 იანვარს რუსეთში დაბრუნდა, რათა ტერორისტული საქმიანობა გაეგრძელებინა.
პრასკოვია ესერების ტერორისტულ ჯგუფში კურიერად მუშაობდა. ორგანიზაცია ამზადებდა დიდი ჰერცოგის ვლადიმერ ალექსანდროვიჩის, გენრალ-მაიორ დიმიტრი ტრეპოვის, შინაგან საქმეთა მინისტრის პეტრე დურნოვოს და რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღაწვის ალესქნდრე ბულიგინის მკვლელობებს.
1905 წლის 16 მარტს პოლიციამ დააპატიმრა, ამავე დღეებში დააპატიმრეს საბრძოლო ორგანიზაციის ყველა წევრი პეტერბურგში (17 ადამიანი). იგი წინასწარი დაკავების პატიმრობის საკანში იმყოფებოდა 1905 წლის ნოემბრამდე, სანამ ამნისტიით არ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა.
იგი ქმართან ერთად პოლტავაში, უკრაინაში გადასახლდა.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იგი ვ. კოროლენკოს ოჯახში ცხოვრობდა და მისი ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ორგანიზებით იყო დაკავებული.[1]
გარდაიცვალა პოლტავაში 1935 წლის 19 სექტემბერს.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მეუღლე იყო ინოკენტი ვოლოშენკო.
მას სამი ძმა და ორი და ჰყავდა: მისი უფროსი ძმა ვასილ ივანოვსკი იყო. მომდევნო ძმა ივან ივანოვსკი (დაიბადა დაახლოებით 1859 წელს) — ბელევის სასულიერო სემინარიის მოსწავლე. 1876 წლის თებერვალში გამოძიება დაიწყეს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებით, რომელიც ხალხში პროპაგანდას ეწეოდა: სემინარისტებს შორის აკრძალული ლიტერატურას ავრცელებდა. სემინარიიდან გარიცხეს და დაახლოებით ორი წელი ტულას ციხეში გაატარა. 1877 წლის 17 ივლისს მისი საქმე ადმინისტრაციული წესით გადაწყდა, მასზე ფარული ზედამხედველობის დაწესებით.
უმცროსი ძმა პეტრე ივანოვსკი (დაიბადა დაახლოებით 1863 წელს) — შინ სწავლებას გადიოდა ძმა ვასილისთან, ხოლო მისი დაპატიმრების შემდეგ გადავიდა ევდოკია ივანოვსკაიას ბინაზე, სადაც 13 წლის ასაკში დააპატიმრეს. 1876 წლის თებერვალში მოსკოვში გამოძიება დაიწყეს, სადაც მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ მონაწილეობში (პრპაგანდული საქმიანობა) დებდნენ ბრალს. სამ კვირაში გაათავისუფლეს. 1877 წლის 17 ივლისს მისი საქმე უმაღლესი სასამრთლო ბრძანებით შეწყდა.
მისი დები იყვნენ ევდოკია ივანოვსკაია და ალექსანდრა ივანოვსკაია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ивановская П. С. В боевой организации: Воспоминания. М., 1928.
- Ивановская П. С. Первые типографии «Народной воли». // Каторга и ссылка. 1926, № 3.
- Ивановская П. С. Документы о смерти Н. К. Сигиды. // Каторга и ссылка. — 1929, № 11.
- Ивановская П. С. Л. Д. Терентьева. // Каторга и ссылка. 1931. № 3.
- Женщины-террористки в России. Бескорыстные убийцы. Ростов-на-Дону. Феникс. 1996. (Переиздание воспоминаний.)
- Деятели СССР и революционного движения России: Энциклопедический словарь Гранат. М., Советская энциклопедия, 1989. (Автобиография)
- Five Sisters: Women Against the Tsar. Routledge. ISBN 978-0-415-90715-6.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Полтава Историческая. ციტირების თარიღი: 2013-09-26