პრასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პრასი
Prei winter Farinto geoogst.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  შროშანისებრნი
სახეობა:  პრასი
ლათინური სახელი
Allium porrum

პრასი (Allium porrum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. მის სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები.

გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში. მოჰყავთ როგორც ორწლოვანი კულტურა. პირველ წელს ივითარებს გამსხვილებულ ცრუ ღეროსა და ფოთოლს, მეორე წელს — საყვავილე ისარსა და თესლს. ფოთოლი გრძელია, ვიწრო, ლანცეტისებრი. ბოლქვი პატარაა, შედგება თეთრი თხელხორციანი ქერქლებისაგან. ცრუ ღერო შეიცავს ნახშირწყლებს, ცილას, C ვიტამინს, ფოთოლი — C, B1, B2, PP ვიტამინებს და კაროტინს.

პრასი ყინვაგამძლეა, მრავლდება თესლით და ჩითილით. იყენებენ კულინარიაში ნედლად, მოხარშულს, დამჟავებულს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე საშუალო 250 ც. საქართველოში გავრცელებული ჯიშებია კარანტანული, ბულგარული, ქუთაისური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]