პოჰორჟელიცე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
პოჰორჟელიცე ჩეხ. Pohořelice | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Nová Ves[1] , Smolín[1] და Q56413936? | ||||
| კოორდინატები | 48°58′55″ ჩ. გ. 16°31′29″ ა. გ. / 48.98194° ჩ. გ. 16.52472° ა. გ. | ||||
| მმართველი | Miroslav Novák[2] | ||||
| პირველი ხსენება | 1222 | ||||
| ფართობი | 43,05 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 181 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 6 126 (1 იანვარი, 2025)[3] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 691 23[4] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | https://www.pohorelice.cz/ | ||||
პოჰორჟელიცე (ჩეხ. Pohořelice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. პოჰორჟელიცე ბრნო-ვენკოვის რაიონში მდებარეობს. პოჰორჟელიცეს მუნიციპალიტეტი სამი ნაწილისგან შედგება, მასთან ერთად მუნიციპალიტეტში ერთიანდებიან ნოვა-ვესი და სმოლინი. ქალაქი ცნობილია განვითარებული მევენახეობით, ის მიკულოვსკას მეღვინეობის ქვერეგიონში მდებარეობს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოჰორჟელიცე ქალაქ ბრნოდან სამხრეთით, დაახლოებით 23 კილომეტრში მდებარეობს. ის ვაკე რელიეფზეა გაშენებული და დიე-სვრატკას ხეობაშია. ქალაქში მიედინება მდინარე იჰლავა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი დიდი სათევზაო ტბორია, ესენია: ვრკოჩი და სტარი. ისინი მორავიის უდიდეს ტბორებში შედიან. მორავიის უდიდესი სათევზაო ტბორი ნოვევესკიც პოჰორჟელიცეს მუნიციპალიტეტის საზღვართან, ნოვა-ვესის ნაწილთან ახლოს მდებარეობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოჰორჟელიცე ისტორიულ წყაროებში პირველად 1222 წელს არის მოხსენიებული, პოჰორჟელიცე სამეფო ქალაქის სტატუსით 1512 წლამდე სარგებლობდა. ამ წელს ქალაქი ვილემ II პერნშტეინელმა შეიძინა. ის და მისი შთამომავლები მრავალი წლის მანძილზე ავითარებდნენ ქალაქს ეკონომიკურად, დაიწყეს სათევზაო ტბორების დაგუბება. მათი მფლობელობის პერიოდში პოჰორჟელიცე მარცვლეულის მოყვანის, მევენახეობის და სათევზაო მეურნეობის ცენტრად იქცა.[5]
XVIII საუკუნეში პოჰორჟელიცეს დიტრიხშტაინების დიდგვაროვნები ფლობდნენ. მათი მფლობელობისას ქალაქში განვითარდა სამშენებლო საქმე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვენიდან ბრნომდე რკინიგზის მშენებლობა 1727 წელს, რომელმაც პოჰორჟელიცეშიც გაიარა.[5]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბრნოს სიკვდილის მარშის ფარგლებში, ქალაქში ეთნიკური გერმანელებისთვის საკონცენტრაციო ბანაკი იყო განთავსებული.[6]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოჰოჟელიცეს მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა იაკობ ზებედესის ეკლესიაა. ეს სამნავიანი გოტიკური ეკლესიაა 1290 წლიდან 1580 წლამდე შენდებოდა. მასზე რენესანსის სტილის მოდიფიკაციები 1668 წელს განხორციელდა.[7]
ქალაქის ცენტრში მდებარე პაარების საგვარეულო ბაროკოს სტილის სახლი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. ის XVII საუკუნის ბოლოს აშენდა და დღეს შენობაში სკოლაა განთავსებული.[8]
ლეოპოლდსრუე ბაროკოს სტილის მონადირეთა სახლია, რომელიც დიდგვაროვან ლეოპოლდ დიტრიხშტაინისთვის 1747 წელს აშენდა. ის არქიტექტურულად ღირებული ძეგლია.[9]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერტოლდ ფეიველი (1875–1937), მწერალი, ჟურნალისტი და სიონისტი პოლიტიკოსი
- ეუგენ ბეიერი (1882–1940), მარშალი
- ვერა შპინაროვა (1951–2017), მომღერალი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეოპოლდსრუეს მონადირეთა სახლი
- წმინდა იაკობ ზებედესის ეკლესია
- ყოფილი სასტუმრო „პფანი“
- ებრაული სასაფლაო
- ძველი მერიის შენობა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ https://www.pohorelice.cz/wp-content/uploads/2022/10/zm-1-31102018-koncept-ustavujici.pdf
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- 1 2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Historie města cs. Město Pohořelice. ციტირების თარიღი: 2021-11-13
- ↑ Jiřina Borecká. ციტირების თარიღი: 2025-10-02
- ↑ Kostel sv. Jakuba Staršího v Pohořelicích cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-07-11
- ↑ Paarův zámeček cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2022-07-11
- ↑ Lovecký zámeček Leopoldsruhe cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2022-07-11
- ↑ Pohořelický zpravodaj červenec–srpen 2022 cs გვ. 1, 8. Město Pohořelice (August 2022). ციტირების თარიღი: 2023-08-05
