პოტომაკი (მდინარე)

პოტომაკი (ინგლ. Potomac) — მდინარე ამერიკის შეერთებული შტატების შუა ატლანტიკურ რეგიონში, სათავეს იღებს პოტომაკის მაღლობებიდან (Potomac Highlands) დასავლეთ ვირჯინიაში, მიედინება მერილენდში, ჩესაპიკის ყურემდე. მისი სიგრძეა 652 კმ,[1] აუზის ფართობი კი — 38 000 კმ².,[2] ის არის სიდიდით მეოთხე მდინარე შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე. მის აუზში 6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.[3]
მდინარეს მნიშვნელოვანი ისტორიული და პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან მის ნაპირებზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ვაშინგტონი, ასევე მაუნტ-ვერნონი, ჯორჯ ვაშინგტონის სახლი. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, მდინარე გახდა საზღვარი იუნიონისტებსა და კონფედერატებს შორის, ხოლო იუნიონისტების ყველაზე დიდ არმიას, პოტომაკის არმიას, სახელი სწორედ ამ მდინარის მიხედვით დაერქვა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ U.S. Geological Survey. National Hydrography Dataset high-resolution flowline data. The National Map დაარქივებული March 29, 2012, საიტზე Wayback Machine. . Retrieved August 15, 2011
- ↑ Facts & FAQs. Interstate Commission on the Potomac River Basin (ICPRB), Rockville, MD (September 16, 2009). ციტირების თარიღი: 2010-02-05
- ↑ POTOMAC BASIN FACTS. ციტირების თარიღი: 16 August 2024
- ↑ Peck, Garrett (2012). The Potomac River: A History and Guide. Charleston, SC: The History Press, გვ. 18. ISBN 978-1-60949-600-5.