შინაარსზე გადასვლა

პოტანინის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოტანინის მყინვარი
კოორდინატები: 49.14° ჩ. გ. 87.92° ა. გ. / 49.14° ჩ. გ. 87.92° ა. გ. / 49.14; 87.92
ქვეყანა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
ქედი ალთაი
ფართობი 56,5 კმ²
სიგრძე 19 კმ
ტიპი ხეობური
პოტანინის მყინვარი — მონღოლეთი
პოტანინის მყინვარი

პოტანინის მყინვარი (მონღ. Потанины мөсөн гол) — ყველაზე დიდი ხეობის ტიპის მყინვარი ალთაიში. მდებარეობს ტავან-ბოგდო-ულასა და მონღოლეთის ალთაის მიჯნაზე, მონღოლეთში. სიგრძე 19 კმ, ფართობი 56,5 კმ². ფირნის ხაზი ზღვის დონიდან 3630 მ-ზეა. მყინვარის ენა ეშვება 2900 მ-მდე. ქვედა ნაწილი დაფარულია მორენული მასალით. მყინვარიდან გამოედინება მდინარე ცაგან-გოლი. მყინვარი აღმოაჩინა რუსმა მოგზაურმა და მკვლევარმა ვასილი საპოჟნიკოვმა 1905 წელს. სახელი ეწოდა რუსი მეცნიერის გრიგორი პოტანინის (1835–1920) პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]