პოსტგლაციალური უკუქცევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამინდელი მასების ცვლილების მოდელი პოსტგლაციალური უკუქცევისა და ოკეანური აუზების (ზღვის წყალთან ერთად) გადატვირთვის შედეგად. ლურჯი და იისფერი არეები აღნიშნავენ აზევებას ყინულოვანი ფარების მოცილების გამო. ყვითელი და წითელი არეები აღნიშნავენ ვარდნას იმის შესაბამისად, თუ როგორ გადაადგილდება მანტიის მასალა ამ არეებიდან, რათა მოამარაგოს აზევებული არეები, ყინულოვანი ფარების ირგვლივ არსებული ფორბოლჯის კოლაფსის გამო.

პოსტგლაციალური უკუქცევა (აგრეთვე ცნობილი როგორც იზოსტატიკური უკუქცევა ან ქერქული უკუქცევა) — ყინულოვანი ფარის დიდი სიმძიმის მოცილების შედეგად არსებული ხმელეთის მასების აზევება უკანასკნელი მყინვარული ეპოქის განმავლობაში, რომელმაც გამოიწვია იზოსტატიკური დეპრესია. პოსტგლაციალური უკუქცევა და იზოსტატიკური დეპრესია გლაციალური იზოსტაზიის (გლაციალური იზოსტატიკური ადაპტაციის, გლაციოიზოსტაზიის) ფაზაა, დედამიწის ქერქის დეფორმაციის საპასუხოდ ყინულოვანი მასების გავრცელების ცვლილებაზე.[1] პოსტგლაციალური უკუქცევის პირდაპირი აზევების ეფექტები ადვილადაა შესამჩნევი ჩრდილოეთ ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, პატაგონიასა და ანტარქტიდაში. თუმცა, ოკეანის ამოტუმბვისა და კონტინენტური ბერკეტის პროცესების შედეგად პოსტგლაციალური უკუქცევის ეფექტები ზღვის დონეზე გლობალურად იგრძნობა შორს ამჟამინდელი ლოკაციებიდან დაწყებული ყოფილ ყინულოვან ფარებამდე დამთავრებული.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Milne, G.; Shennan, I. (2013). „Isostasy: Glaciation-Induced Sea-Level Change“. Elias, Scott A.; Mock, Cary J.. Encyclopedia of Quaternary Science. 3 (2nd რედ.). Elsevier. pp. 452–459. . ISBN 978-0-444-53643-3.
  2. Milne, G.A., and J.X. Mitrovica (2008) Searching for eustasy in deglacial sea-level histories. Quaternary Science Reviews. 27:2292–2302.