პოსეიდონიოსი
| პოსეიდონიოსი | |
|---|---|
| ძვ. ბერძნ. Ποσειδώνιος | |
|
| |
| დაბ. თარიღი | ძვ. წ. 135 |
| დაბ. ადგილი | Apamea |
| გარდ. თარიღი | ძვ. წ. 51 |
| გარდ. ადგილი | რომი |
| საქმიანობა | მათემატიკოსი, ასტრონომი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი[1] , ფიზიკოსი და გეოგრაფი |
| განთქმული მოსწავლეები | Athenodoros Cananites და Jason of Nysa |
| ნათესავ(ებ)ი | Menecrates და Jason of Nysa |
|
გავლენა მოახდინეს | |
პოსეიდონიოს აპამეელი[2] (ძვ. ბერძნ. Ποσειδώνιος ο Απαμεύς; დ. ძვ. წ. 135, აპამეა — გ. ძვ. წ. 51, რომი) — ძველი ბერძენი სტოიკოსი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, გეოგრაფი, ასტრონომი.
ცხოვრება და მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოსეიდონიოსი სირიის ქალაქ აპამეაში დაიბადა. ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი ათენში გაატარა, სადაც სტოიკოსი ფილოსოფოსის, პანეტიუსის ლექციებს ესწრებოდა. შემდეგ გარკვეული დროით ხმელთაშუა ზღვაში იმოგზაურა, იტალიაში, ესპანეთში, გალიასა და გერმანიაში გაეცნო მათი ხალხების წეს-ჩვეულებები, ცოდნა და კულტურა. რამდენიმე წელი რომში გაატარა და რომაული საზოგადოების უმაღლეს წრეებთან ურთიერთობა მოიპოვა. შემდეგ როდოსში დასახლდა და იქ ფილოსოფიური სკოლა გახსნა. ძვ. წ. 77 წელს ციცერონი მის ლექციებს ესწრებოდა. ციცერონის მეშვეობით პოსეიდონიოსი პომპეუსმა გაიცნო, რომელიც მას ძვ. წ. 66 და 62 წლებში ეწვია.
პოსეიდონიოსის ნაშრომები მხოლოდ ფრაგმენტებად არის შემორჩენილი, რომელთა დიდი უმრავლესობა კონკრეტულ ტრაქტატებს არ შეიძლება მივაწეროთ. ცნობილია პოსეიდონიოსის შემდეგი ნაშრომები: „კრიტერიონის შესახებ“, „ჰერმაგორას წინააღმდეგ კვლევის ზოგადი პრინციპების შესახებ“, „სიდონელი ზენონის წინააღმდეგ“, „ჰომეროსისა და არატეს მოსაზრებების შედარება ასტრონომიაზე“, „ფიზიკა“, „მსოფლიოზე“, „ღმერთებზე“, „მეტეოროლოგიის საფუძვლები“, „ციური მოვლენების შესახებ“, „ბედისწერის შესახებ“, „გმირებსა და დემონებზე“, „მკითხაობის შესახებ“, „მზის სიდიადის შესახებ“, „ოკეანეზე“, „პერიპლუსი“, „სულის შესახებ“, „ვნებების შესახებ“, „მრისხანების შესახებ“, „ეთიკური მსჯელობა“, „სათნოებებზე“, „საკუთარი თავის შესახებ“, „ისტორია“ (ათენეოსის მიხედვით (ბრძენთა ბანკეტი, IV 66), ის მინიმუმ 49 წიგნისგან შედგებოდა), „პომპეუსის ისტორია“, „პროტრეპტიკა“, „ტაქტიკა“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Лосев А. Ф. История античной эстетики. Т. 5: Ранний эллинизм. М.: АСТ, Фолио, 2000. С. 805—859.
- Столяров А. А. К будущему изданию фрагментов Посидония // Философский журнал. 2011. № 1. — С.31-35.
- Столяров А. А. Посидоний из Апамеи. В кн.: Античная философия: энциклопедический словарь. Под ред. М. А. Солоповой. М.: Прогресс-Традиция, 2008. C. 607—613.
- Тевзадзе Г. В. Универсальный синтез Посидония. Труды Тбилисского университета, 292, 1989, с. 172—175.
- Kidd I. G., Edelstein L. Posidonius. V. I—III. Cambridge University Press, 1972—1999.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ გიგინეიშვილი კ., „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბილისი, 1985. — გვ. 85.