პორშა დაბლდეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორშა დაბლდეი

დაბლდეი 2019 წელს, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაბადების სახელი პორშა ენ დაბლდეი
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1988 (1988-06-22) (35 წლის)
ლოს-ანჯელესი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1998-დღემდე

პორშა ენ დაბლდეი (ინგლ. Portia Ann Doubleday; დ. 22 ივნისი, 1988, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ყველაზე ცნობილია შინი სანდერსის როლით ფილმში „ახალგაზრდობის პროტესტი“ (2009), ასევე კრის ჰარგენსენის როლით ფილმში „კერი“ (2013) და ანჯელა მოსის როლით „USA network“-ის სატელევიზიო დრამაში „მისტერ რობოტი“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორშა დაბლდეი დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, კრისტინა ჰარტისა და ფრენკ დაბლდეის ოჯახში, რომელთა ორი ქალიშვილიდან უმცროსია. მისი მშობლები ყოფილი მსახიობები არიან, მსახიობია ასევე მისი უფროსი და კეიტლინიც.[1] დედამისის ამჟამად მუშაობს გასართობ ინდუსტრიაში, როგორც პიესების მწერალი და პროდიუსერი.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორშა დაბლდეი პირველად რვა წლის ასაკში გამოჩნდა რეკლამაში „Goldfish crackers“ და ითამაშა პატარა როლი ფილმში „ლეგენდა მუმიაზე“ (1998).

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გადაიღეს სატელევიზიო სერიალის „ტარას შეერთებული შტატების“ საპილოტე ეპიზოდში. დაბლდეი თამაშობდა 15 წლის ქეითს, ტონი კოლეტის ქალიშვილის როლს. პორშა შეცვალა ბრი ლარსონმა, როდესაც სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა არჩია სხვა მიმართულებით წასულიყო და სხვა პერსონაჟები შემოეყვანა სერიალში.[1] პორშა კვლავ გამოჩნდა 2009 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმში „18“, რომელიც ეხება გოგონას, რომელსაც დედა უკვდება.[3]

პორშა დაბლდეიმ 2009 წელს ითამაშა თინეიჯერულ კომედიაში „ახალგაზრდობის პროტესტი“, რომელიც გადაღებულია ს. დ. რეინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მან განასახიერა შინი სანდერსის, შემზარავი წარმოსახვითი გოგონას როლი, რომელიც ხვდება მაიკლ სერას პერსონაჟს ოჯახური შვებულების დროს.[1] ფილმის რეჟისორი იყო მიგელ არტეტა, ხოლო პრემიერა გაიმართა 2009 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

2010 წელს ითამაშა დრამაში „თითქმის მეფეები“, რომლის რეჟისორია მარვინ ჯარეტი.[3] მან ითამაშა პოპულარული და ამაზრზენი კრის ჰარგენსენის როლი 2013 წლის ფილმში კერი. იმავე წელს მან ითამაშა მოკლე როლი ფილმში „მისი“, სადაც განასახიერა სექს სუროგატის როლი.

პორშა დაბლდეი თამაშობდა მალეკის პერსონაჟის ბავშვობის მეგობარს და ამჟამინდელ თანამშრომელს, ანჯელა მოსის სერიალში „მისტერ რობოტი“. სერიალის პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგა 2015 წლის 24 ივნისს. მან ითამაშა შოუს ოთხივე სეზონში. ბოლო სამი სეზონის პრემიერა შედგა 2016 წლის ივლისში, 2017 წლის ოქტომბერში და 2019 წლის ოქტომბერში.

2018 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ დაბლდეი შეუერთდა ფილმის „ფანტაზიის კუნძულის“ მსახიობებს, ამავე სახელწოდების შოუს ადაპტაციას. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 2020 წლის 14 თებერვალს.[4] პორშა დაბლდეი ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.[5]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური როლი შენიშვნები
2009 ახალგაზრდობის პროტესტი შინ სონდერსი
2010 დღეებს შორის ლინდი
2010 თითქმის მეფეები ლიზი
2011 დიდი დედები:როგორც მამა,ისე შვილი ჟასმინ ლი
2012 K-11 პეპელა
2012 Howard Cantour.com დაკოტა ზერინგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2013 კერი კრის ჰარგენსენი
2013 მისი იზაბელა
2015 ბურთის შემდეგ ქეითი
2020 ფანტაზიის კუნძული სლოუნ მედისონი

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური როლი შენიშვნები
2011 მისტერ სანშაინი ჰედერი განმეორებადი როლი; 12 ეპიზოდი
2015–2019 მისტერ რობოტი ანჯელა მოსი მთავარი როლი; 34 ეპიზოდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Ouzounian, Richard (January 5, 2010). „Portia Doubleday: Michael Cera's transformer“. Toronto Star. Toronto. ციტირების თარიღი: January 7, 2010.
  2. Stein, Ruthe (January 6, 2010). „Youth in Revolt's Portia Doubleday making a name for herself“. Houston Chronicle. Houston. ციტირების თარიღი: January 7, 2010.
  3. 3.0 3.1 Ordoña, Michael (January 7, 2010). „Where you've seen Portia Doubleday“. Los Angeles Times. Los Angeles. ციტირების თარიღი: January 7, 2010.
  4. Lattanzio, Ryan. (2019-11-11) 'Fantasy Island' Trailer: Blumhouse Twists Show Into Careful-What-You-Wish-For Horror en. ციტირების თარიღი: 2019-11-13
  5. Beyond the Screen with Portia Doubleday | NBCUniversal Together en (April 2, 2018). ციტირების თარიღი: 2019-11-13