შინაარსზე გადასვლა

პორფიროგენეტის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პორფიროგენეტის სასახლე (ძვ. ბერძნ. Παλάτιον τοῦ Πορφυρογεννήτου) თურქულად ასევე ცნობილი როგორც თექფურ სარაი ("მბრძანებლის სასახლე"),[1]XIII საუკუნის ბოლოს აშენებული ბიზანტიური სასახლე ძველი ქალაქ კონსტანტინოპოლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (დღევანდელი სტამბოლი, თურქეთი). ბლახერნაის დიდი სასახლის კომპლექსის დანართი, ის არის საუკეთესოდ შემონახული სამიდან ის ბიზანტიური სასახლე, რომელიც შემორჩა ქალაქში (ბუკოლეონის სასახლის ნანგრევებთან ერთად; და კონსტანტინოპოლის დიდი სასახლის ნანგრევები მისი შემორჩენილი ქვესტრუქტურებით, აღდგენილი მოზაიკებითა და მდგარი მაგნაურას განყოფილებით), და მსოფლიოში გვიანბიზანტიური საერო არქიტექტურის რამდენიმე შედარებით ხელუხლებელი ნიმუშიდან ერთ-ერთი.

2021 წელს ის საზოგადოებისთვის გაიხსნა როგორც მუზეუმი სრული რესტავრაციისა და ხელახალი გადახურვის შემდეგ.[2] ის წარმოადგენს XVIII საუკუნეში მიტოვებულ სასახლის შენობებში დამზადებული ჭურჭლისა და ფილების ტიპების ნიმუშებს.

სასახლე აშენდა XIII საუკუნის ბოლოს ან XIV საუკუნის დასაწყისში ბლახერნაის სასახლის კომპლექსის ნაწილად, სადაც თეოდოსიუსის ზღუდე უერთდება ბლახერნაის გარეუბნის გვიან აშენებულ ზღუდეებს. სასახლის სახელი ცნობილია ბიზანტიელი ისტორიკოსის მიქაელ კრიტობულოსის მოხსენებით, რომელმაც აღწერა და დაასახელა სასახლე 1453 წელს კონსტანტინოპოლის ოსმალური ალყის დროს.[3] თუმცა ერთი შეხედვით ჩანს, რომ სასახლე დასახელებულია X საუკუნის იმპერატორის კონსტანტინე VII პორფიროგენეტის სახელობით, ის აშენდა დიდი ხნის შემდეგ მის ეპოქაზე, და რეალურად დასახელებულია კონსტანტინე პალაიოლოგოსის სახელით, იმპერატორ მიხეილ VIII პალაიოლოგოსის ძის.[4] „პორფიროგენეტი“, რაც ნიშნავს ფუძემდებლურად „იასამანში დაბადებული“, მიუთითებდა ბავშვზე, რომელზიც დაიბადა იმპერატორისგან. იმპერატორი აჩვენებდა ახალშობილ მემკვიდრეს ბალკონიდან და გამოაცხადებდა მათ „ცეზარ ორბად“, ან „მსოფლიოს მმართველად“.[5] სასახლე, როგორც ჩანს, ასევე უნებლიედ ემსახურებოდა როგორც რეზიდენციას ისე ტახტის მიმტაცებლებს და ტახტის მემკვიდრებს. ანდრონიკე III იქ ცხოვრობდა მანამ, სანამ მისმა ბაბუამ სრულიად არ დათმო ტახტი. ბიზანტიის 1341-1347 წლების სამოქალაქო ომის დასასრულს, იოანე VI კანტაკუზინოსი რჩებოდა სასახლეში იოანე V პალეოლოგოსის რეგენტობის მოლაპარაკების დროს იმპერატრიცა ანა სავოიელთან. რეგენტობა დამთავრდა კიდევ ერთი სამოქალაქო ომით, და იოანე V პალეიოლოგოსი ცხოვრობდა სასახლეში იოანე VI კანტაკუზინოსის ხელისუფლებიდან გადაყენების დასრულებისას.[6] სასახლე ემსახურებოდა საიმპერატორო რეზიდენციას ბიზანტიის იმპერიის ბოლო წლებში.

სასახლემ დიდი დაზიანება განიცადა გარე კედლებთან სიახლოვის გამო 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობის დროს. შემდგომში იგი გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნებისთვის. XVI-XVII საუკუნეებში ის ათავსებდა სულთნის მენაჟერიის ნაწილს. ცხოველები სხვაგან გადაიყვანეს XVII საუკუნის ბოლოსთვის და შენობა გამოიყენეს როგორც ბორდელი. 1719 წლიდან დაარსდა ტექფურ სარაის კერამიკის სახელოსნო და დაიწყო კერამიკული ფილების წარმოება იზნიკის ფილების სტილის მსგავსად, მაგრამ ევროპული დიზაინისა და ფერების გავლენით. სახელოსნოს ჰქონდა ხუთი ღუმელი და ასევე აწარმოებდა ჭურჭელსა და თეფშებს.[7] ის არსებობდა დაახლოებით ერთი საუკუნე, სანამ არ დაიხურა, და XIX საუკუნის პირველ ნახევარში შენობა გახდა ღარიბთა სახლი სტამბოლის ებრაელებისთვის. XX საუკუნის დასაწყისში ის მოკლე ხანს გამოიყენებოდა როგორც ბოთლის ქარხანა, სანამ არ მიატოვეს.[8] შედეგად, შემორჩა მხოლოდ დახვეწილი აგურისა და ქვის გარე ფასადი, როგორც საერო ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთი იშვიათი შემორჩენილი ნიმუში.

2010 წლის ივლისში სასახლემ გაიარა ფართომასშტაბიანი რესტავრაცია. 2015 წლის მარტში მას დაემატა ახალი სახურავი და დამონტაჟდა მინის ფანჯრები. 2021 წლის მდგომარეობით, სასახლე გადაიქცა მუზეუმად, ხის იატაკითა და ახალი კიბით.

სასახლე იყო დიდი სამსართულიანი შენობა, რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთ კუთხის თეოდოსიუსის ციხესიმაგრეების შიდა და გარე გამაგრებებს შორის. ეს არის გვიანბიზანტიური ბლახერნის სასახლის ერთადერთი შემორჩენილი ნაწილი და შესაძლოა პავილიონის ნაწილად ემსახურა.[9] შენობა აშენდა სამსართულიანი და განთავსებული იყო ქალაქის სახმელეთო ციხესიმაგრის კედლების ორ ნაწილს შორის.[9]

პირველ სართულზე არის ოთხარკადიანი არკადა, რომელიც იხსნება ეზოში (რომელიც ახლა კონცერტებისთვის გამოიყენება) და მეორე სართულზე ხუთი დიდი ფანჯრით არის გადახედული. შუა დონე გამოიყენებოდა ბინებისთვის.[9] შენობის ზედა სართული კედლებზე მაღლა გამოდის და აქვს ფანჯრები ოთხივე მხარეს და ემსახურებოდა როგორც დიდი აუდიენცის-დარბაზი. აღმოსავლეთ მხარეს არის აივანი. კედლები გაფორმებულია გეომეტრიული ორნამენტებით წითელი აგურისა და თეთრი მარმარილოს გამოყენებით, რაც დამახასიათებელია გვიანბიზანტიური პერიოდისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. van Millingen (1899), p. 109
  2. Sabah, Daily. (2019-06-14) Restored Byzantium-era palace to serve as museum in Istanbul en-US. ციტირების თარიღი: 2022-07-02
  3. Van Millingen (1899), p. 109
  4. Treadgold (1997), p. 746
  5. Baker (1910), p. 227
  6. Van Millingen (1899), p. 110
  7. Blair (1996), p. 237
  8. Freely (2000), p. 270
  9. 9.0 9.1 9.2 Ousterhout, Robert (2021). „Late Byzantine Secular Architecture“, A Smarthistory Guide to Byzantine Art. Smarthistory.