პორფირი სტრატილატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პორფირი სტრატილატიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 ნოემბერი, ახალი სტილით - 7 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორფირი სტრატილატი იმპერატორ მაქსიმინეს მხედართუფროსი იყო დას თან ახლდა მას ეგვიპტეში, როდესაც საწამებლად მეორედ გაიყვანეს წმინდა ეკატერინე, უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.