პორტრეტი ბინდში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პორტრეტი ბინდში“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი ანგელინა ნიკონოვა
პროდიუსერი ანგელინა ნიკონოვა
სცენარის ავტორი ანგელინა ნიკონოვა, ოლგა დიხოვიჩნაია
როლებში ოლგა დიხოვიჩნაია, სერგეი ბორისოვი
გამოსვლის თარიღი 2011
ხანგრძლივობა 105 წთ.
ქვეყანა რუსეთი
ენა რუსული
ბიუჯეტი $ 20 ათასი

„პორტრეტი ბინდში“ (რუს. Портрет в сумерках) — 2011 წლის რუსული ეროტიკული დრამა. რეჟისორი — ანგელინა ნიკონოვა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინა, ახალგაზრდა, მდიდარი, მიმზიდველი გოგონა, რომელიც სოციალური საქმიანობით არის დაკავებული „სულიერებისთვის“, ერთ დღეს როსტოვის გარეუბანში[1] მარტო აღმოჩნდება, ფულისა და მობილური ტელეფონის გარეშე და გატეხილი ქუსლით. მას საგზაო პოლიციის თანამშრომლები გააუპატიურებენ. მარინა გადაწყვეტს შური იძიოს ერთ-ერთ მოძალადეზე და ისევ და ისევ ბრუნდება მისი დამცირების ადგილზე. დამნაშავის თვალყურის დევნების შემდეგ, მას თავს შეაყვარებს, მაგრამ თავადაც უყვარდება მოძალადე.

ფილმის შესახებ[2][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეს ანგელინა ნიკონოვას პირველი ფილმია. ის აშშ-ში ცხოვრობდა, მაგრამ თავისი ფილმი გადაიღო დიდი ხნის წინ მიტოვებულ როსტოვში, სადაც არის დაბადებული.
  • მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი, სერგეი ბორისოვი, რომელიც მოძალადე პოლიციელის როლს ასრულებს, სინამდვილეში არა მსახიობი, არამედ პოლიციელია.
  • „პორტრეტი ბინდში“ არის მცირებიუჯეტიანი ფილმი, რომელიც გადაღებულია დონის როსტოვში 2 ცალი Canon EOS 5D Mark II ფოტოკამერით[3] 29 დღეში [4] პროდუქციის ბიუჯეტი 20,000 აშშ დოლარია[5].

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოლგა დიხოვიჩნაია — მარინა
  • სერგეი ბორისოვი — მოძალადე პოლიციელი
  • რომან მერინოვი
  • ვსევოლოდ ვორონოვი
  • სერგეი გოლიუდოვი
  • ჯულია კორენი — ლერა
  • გალინა კორენი
  • ბორის ვერნიგოროვი
  • ნიკოლაი ხანჟაროვი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 — კინოტავრი — „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის"[6]
  • 2011 — რეიკიავიკის საერთაშორისო კინოფესტივალი — გრან პრი[1]
  • 2011 — ვარშავის კინოფესტივალი — „საუკეთესო დებიუტისთვის“
  • 2011 — ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი კოტბუსში - გრან პრი
  • 2011 — თესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი — გრან-პრი და საუკეთესო ფილმის ჯილდო ბერძენი კინოკრიტიკოსებისგან
  • 2011 — საერთაშორისო კინოფესტივალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ ორენბურგში — „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“
  • 2011 — მე-19 რუსული კინოფესტივალი ონფლორში (საფრანგეთი) — ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრემია[7]
  • 2012 წელი — ევროპული კინოაკადემიის ჯილდო — ნომინაცია ფიპრესის პრიზზე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]