პორტა-სან-პაოლოს რკინიგზის მუზეუმი
იერსახე

პორტა-სან-პაოლოს რკინიგზის მუზეუმი — მუზეუმი რომში, იტალიაში, რომელიც სტუმრებს მატარებლებისა და ტრამვაის სხვადასხვა მოდელების დათვალიერებას სთავაზობს. იგი მდებარეობს რომის პორტა სან პაოლოს რკინიგზის სადგურისა და მეტროს B ხაზის მახლობლად.
მუზეუმი, რომელიც 2004 წლის 18 სექტემბერს გაიხსნა, ნაწილობრივ ღია სივრცეშია განთავსებული, სადაც მცირე მარშრუტზე მოძრავი ტრანსპორტის მოდელების ნახვაა შესაძლებელი, ნაწილობრივ კი შენობაში, სადაც მასშტაბური მაკეტები, მოწყობილობები და ტექნიკური ნიმუშებია გამოფენილი. ეს მუზეუმი რომის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისტორიის სრულ მიმოხილვას გვთავაზობს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The museum centre of ATAC SpA website, with a description of the exhibits.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პორტა-სან-პაოლოს რკინიგზის მუზეუმი