პორტა-მაჯორეს მიწისქვეშა ბაზილიკა


პორტა-მაჯორეს მიწისქვეშა ბაზილიკა (ლათ. Basilica sotterranea di Porta Maggiore) — ბაზილიკა[1], რომელიც აღმოაჩინეს 1917 წელს რომში პორტა მაჯორეს ახლოს. იგი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნით.[2][3] მიიჩნევა, რომ ეს იყო ნეო-პითაგორელების შეკრების ადგილი და არის ერთადერთი ისტორიული ძეგლი, რომელიც დაკავშირებულია ნეო-პითაგორულ მოძრაობასთან. მისტიკური ელინისტური ფილოსოფიის ეს სკოლა ქადაგებდა ასკეტიზმს რომელიც ეფუძნებოდა პითაგორასა და პლატონის ნაშრომებს.[4] ის იყო წინამორბედი იმ ბაზილიკებისა, რომლებიც ქრისტიანულ პერიოდში აშენდა, საუკუნეების შემდეგ. 2015 წლის აპრილში იგი გაიხსნა მცირე ჯგუფების ვიზიტორებისთვის.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი ქუჩის დონიდან 12 მეტრით (40 ფუტით) დაბლაა. მიწისქვეშა დარბაზი შემთხვევით აღმოაჩინეს 1917 წელს რომიდან კასინომდე სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას. მიწისქვეშა გასასვლელი ჩამოინგრა, რითაც გამოჩნდა დაფარული დარბაზი.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიიჩნევა, რომ სტრუქტურა აშენებულია სტატილიუსების ოჯახის მიერ. ოჯახის მაშინდელი მეთაური, ტიტუს სტატილიუს ტაურუსი, სენატის მიერ დადანაშაულებული იყო იმაში, რასაც ტაციტუსი თავის „ანალებში“ უწოდებდა „მაგიურ ცრურწმენებზე დამოკიდებულებას“. მან გააპროტესტა თავისი უდანაშაულობა, მაგრამ საბოლოოდ თავი მოიკლა ახ.წ. 53 წელს.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაზილიკას აქვს სამი ნავი[6], რომლებიც ამოკვეთილია ექვსი კლდის სვეტით და აფსიდით[7].[8][9] ისინი მოხატულია კენტავრების, გრიფონებისა და სატირების სტუკოს[10] გამოსახულებებით. ასევე წარმოდგენილია კლასიკური გმირები, როგორიცაა აქილევსი, ორფეოსი, პარისი და ჰერკულესი.[11]
თავდაპირველად ბაზილიკაში შესვლა შესაძლებელი იყო პრენესტინას ქუჩიდან გრძელი დაღმავალი შესასვლელითა და ვესტიბიულის[12] გავლით.[13]
გახსნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაზილიკამ რამდენიმე წლიანი სარესტავრაციო სამუშაოები გაიარა. 1951 წელს აშენდა ბეტონის გარსი, რომელიც მთლიანად ფარავდა ბაზილიკას. რადონის გაზთან საბრძოლველად დამონტაჟებულია შვეიცარიული IQAir-ის ჰაერის გამწმენდები.
40 ფუტის სიგრძის ბაზილიკა ახლა ღიაა ვიზიტორებისთვის. ძეგლის სიმყიფის გამო, მნახველთა ჯგუფები მცირე რაოდენობით დაიშვებიან. ტემპერატურა და ტენიანობა უნდა შენარჩუნდეს ვიწრო დიაპაზონში. ბაზილიკა ღიაა ყოველი თვის მე-2 და მე-4 კვირას, და ტური წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი.[14]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Information on the Porta Prenestina from the LacusCurtius website.
- Pictures of the gate
- Porta Maggiore information დაარქივებული 2019-11-25 საიტზე Wayback Machine. (in Italian)
- Further information, and a map (in Italian)
- High-resolution 360° Panoramas and Images of Porta Maggiore | Art Atlas
- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [Jérôme Carcopino. Etudes romaines. La basilique pythagoricienne de la Porte Majeure. Paris, l'Artisan du livre, 1927]
- ↑ NEO-PYTHAGOREAN BASILICA OF PORTA MAGGIORE, Romeandart
- ↑ van Kasteel, Hans (2016). Le temple de Virgile ou la Basilique secrète de la Porte Majeure. Grez-Doiceau: Beya. ISBN 978-2-930729-05-3.
- ↑ Lisa Spencer, The Neo-Pythagoreans at the Porta Maggiore in Rome, Rosicrucian digest,vol. 87 / 1 (2009), p 36
- ↑ Secret pagan basilica in Rome emerges from the shadows after 2,000 years, Nick Squires, The Telegraph, 19 Nov 2015
- ↑ [Jérôme Carcopino. Etudes romaines. La basilique pythagoricienne de la Porte Majeure. Paris, l'Artisan du livre, 1927]
- ↑ NEO-PYTHAGOREAN BASILICA OF PORTA MAGGIORE, Romeandart
- ↑ Ball Platner, Samuel. Basilicae. penelope.uchicago.edu.
- ↑ Guida di Roma sotterranea - Guide to underground Rome: Dalla Cloaca Massima alla Domus Aurea i più affascinanti siti sotterranei della capitale, Carlo Pavia, Gangemi, 2000, p. 376
- ↑ van Kasteel, Hans (2016). Le temple de Virgile ou la Basilique secrète de la Porte Majeure. Grez-Doiceau: Beya. ISBN 978-2-930729-05-3.
- ↑ 伊ローマ地下聖堂の化粧しっくい、修復作業が進行中, AFP, April 27, 2015
- ↑ Lisa Spencer, The Neo-Pythagoreans at the Porta Maggiore in Rome, Rosicrucian digest,vol. 87 / 1 (2009), p 36
- ↑ [http://www.adnkronos.com/cultura/2015/04/24/basilica-sotterranea-porta-maggiore-svela-suoi- misteri_zDbkR7aq4UdDYREPgzNqxL.html?refresh_ce The Underground Basilica of Porta Maggiore unveils its mysteries, 24/04/2015]
- ↑ Underground Basilica of Porta Maggiore, società cooperativa culture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-24. ციტირების თარიღი: 2025-04-25.