შინაარსზე გადასვლა

პორტატიული ელექტრონული თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პორტატიული ელექტრონული თამაში — ინტერაქტიული ელექტრონული თამაში, რომელიც ხშირად წარმოადგენს ვიდეო თამაშის მინიატურულ ვერსიას. მას თამაშობენ პორტატიულ მოწყობილობებზე (ცნობილი როგორც პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი), სადაც კონტროლერი, ეკრანი და დინამიკები გაერთიანებულია ერთ მოწყობილობაში. ადრეულ პორტატიულ ელექტრონულ თამაშად ითვლება Mattel Auto Race (1976) და Mattel Electronic Football (1977).[1]

ზოგადი დანიშნულების ეკრანებისგან განსხვავებით, ამ მოწყობილობებს, როგორც წესი, აქვთ მორგებული ეკრანები, რომლებიც ერთი კონკრეტული თამაშისთვის არიან შექმნილნი. მარტივი დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ მათი ზომა ჭკვიანი საათის ზომამდე შემცირდეს, და ზოგჯერ ასეც ხდება. ამ მოწყობილობების ვიზუალური გამოსახულება შეიძლება იყოს ძალიან მარტივი (როგორიცაა LED ნათურები) ან შედარებით რთული (კალკულატორის მსგავსი ალფანუმერული ეკრანი). მოგვიანებით ისინი ძირითადად ჩაანაცვლა თხევადკრისტალურმა (LCD) და ვაკუუმური ფლუორესცენციურმა ეკრანებმა (VFD), რომლებსაც დეტალური გამოსახულება ჰქონდათ (VFD თამაშების შემთხვევაში, ფერადიც კი). პორტატიული მოწყობილობება პოპულარული იყო 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე. იგი ითვლება პორტატიული სათამაშო კონსოლების წინამორბედად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. DP Interviews. Digitpress.com. Retrieved on 2013-09-27.