პორტალი:The Beatles/სიმღერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Back in the U.S.S.R. — ჯგუფ The Beatles-ის 1968 წლის ალბომის The Beatles პირველი სიმღერა, რომლის უშუალო ავტორი არის პოლ მაკ-კარტნი (თუმცა ალბომის ბუკლეტზე ავტორებად ლენონი/მაკ-კარტნი არის მითითებულნი). „Back in the U.S.S.R.“ პირდაპირ უერთდება რიგით მეორე სიმღერას Dear Prudence.

სიმღერის დასაწყისში და დასასრულს ისმის თვითმფრინავის ხმა, რომელიც ხაზს უსვამს საბჭოთა კავშირში მოგზაურობის ფაქტს. ტექსტიდან გამომდინარე, მსმენელი იგებს, რომ სსრკ-ში გადაფრენა ხდება მაიამი ბიჩიდან ბრიტანული ავიაკომპანიის თვითმფრინავით. სიმღერაში გამოკვეთილად ჟღერს მაკ-კარტნის ხალისიანი ფორტეპიანო და გიტარის რიფები. აღნიშნულია უკრაინელი და მოსკოველი გოგონები, ნახსენებია ბალალაიკა და „Georgia on My Mind“. ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია უამრავი დავა, რომელთა ერთი ვერსიით, საუბარია საქართველოზე, ხოლო სხვა ვერსიით, ეს არის რეი ჩარლზის ცნობილი სიმღერის Georgia on My Mind ხუმრობით ხსენება და სიტყვების თამაში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სიმღერაში მაინც რჩება მითითება საქართველოზე - სამხრეთით მდებარე დათოვლილი მთების სახით. ვრცლად...