პორტალი:ჯვაროსნული ლაშქრობები/რჩეული სტატია/ნოემბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმ. იოანე ნათლისმცემელის ორდენის რაინდები ასევე წმინდა იოანეს ორდენი, ჰოსპიტალიერთა ორდენი, ჰოსპიტალიერი რაინდები, იოანიტები, ჰოსპიტალიერებიშუა საუკუნეების ყველაზე სახელგანთქმული დასავლურ-ქრისტიანული სამხედრო ორდენი.

ჰოსპიტალიერები სავარაუდოდ გამოჩნდნენ როგორც ცალკეული პიროვნებების ჯგუფი რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ ამალფის ჰოსპიტალთან (საავადმყოფოსთან), რომელიც იერუსალიმის ერთ-ერთ რაიონში მურისტანში მდებარეობდა. წმ. იოანე ნათლისმცემელის სახელობის ჰოსპიტალი დაახლოებით 1023 წელს ჟერარდ დე მარტიგიმ დააარსა, საავადმყოფოს მიზანი გაჭირვებულთა დახმარება, ასევე წმინდა მიწაზე დაავადებული და დაჭრილი პილიგრიმების მკუნალობა იყო. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, როდესაც 1099 წელს ქრისტიანმა ლათინებმა იერუსალიმი აიღეს, ორგანიზაცია რელიგიურ და სამხედრო ორდენად გადაიქცა, რომლის მოვალეობასაც წმინდა მიწის მოვლა და დაცვა წარმოადგენდა. (...სრულად)