პორტალი:ჯვაროსნული ლაშქრობები/რჩეული სტატია/აგვისტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იერუსალიმის ალყაპირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოქმედება. მიმდინარეობდა 1099 წლის 7 ივნისიდან 15 ივლისამდე, ჯვაროსნებსა და ფატიმიანებს შორის. იერუსალიმის აღებით ასრულდა რომის პაპის მოწოდება — ქრისტეს საფლავი გათავისუფლებული იქნა მუსლიმებისგან.

ანტიოქიის აღების შემდეგ პაპის ლეგატი ადემარ დე მონტილი გარდაიცვალა. ბოემონდ I-მა ანტიოქია მის სამფლობელოდ გამოაც ხადა, ბალდუინ ბულონელი ედესაში დარჩა. რაიმუნდ IV ამით უკმაყოფილო იყო და სურდა გზის გაგრძელება, ამიტომაც 1098 წლის მიწურულს გაემართა სამხრეთით და ალყა შემოარტყა მაარს. იმავე წლის ბოლოს რაინდების და ქვეითების მცირე რაოდენობა გაემართა იერუსალიმისკენ. (...სრულად)