პორტალი:ძველი რომი/რჩეული ბიოგრაფია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაიუს პლინიუს სეკუნდუსი (ლათ. Gaius Plinius Secundus) (23 - 79) ცნობილია როგორც პლინიუს უფროსი, თავისი დისშვილის პლინიუს უმცროსისგან განსასხვავებლად. რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსი, "ბუნების ისტორიის" (Naturalis Historia) ავტორი. (…სრულად)

პლინიუსი დაიბადა ქალაქ კომოში (ცისალპიური გალია) 23 წელს. 35 წლისთვის მამამისმა იგი რომში წაიყვანა განათლების მისაღებად. მისი რიტორიკის მასწავლებელი იყო პუბლიუს პომპონიუს სეკუნდუსი.

45 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, პლინიუსმა სამხედრო სამსახური დაიწყო გალიასა და ბელგიაში, სადაც იგი სამხედრო ტრიბუნი იყო. ახალგაზრდა კაცისთვის ეს სამსახური იყო გარდამავალი საფეხური მხედრობისკენ ან სენატორობისკენ. 47 წელს იგი მონაწილეობდა გერმანულ ტომთან, ხავკებთან, ბრძოლებში და მდინარე რეინსა და მაასს შორის არხის მშენებლობაში. 50-ანი წლების დასაწყისში იგი განაგრძობდა გერმანულ ლეგიონში მსახურობას, მონაწილეობა მიიღო არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში. ამ პერიოდში მან დაწერა პირველი ტრაქტატი ცხენოსნის მიერ შუბის ტყორცნის შესახებ, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. რეინის არმიაში მსახურობისას მან დაწერა დღეისთვის ცნობილი ნაშრომი "გერმანელების ისტორია". ამავე პერიოდში მან გაიცნო და დაუახლოვდა ტიტუს ფლავიუსს, მომავალი იმპერატორი ვესპასიანე ფლავიუსის ვაჟს.