პორტალი:ძველი რომი/რჩეული ბიოგრაფია/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომულუსი (ლათ. Romulus) (ძვ. წ. 771 - ძვ. წ. 717) რომის ლეგენდარული დამაარსებელი მის ტყუპისცალ ძმასთან - რემუსთან (დაახ. ძვ. წ. 771 - ძვ. წ. 753) ერთად, რომლებიც ომის ღმერთის, მარსის, შვილები იყვნენ. გადმოცემით, რომელიც პლუტარქესა და ტიტუს ლივიუსის ცნობებს ეყრდნობა, რომულუსი რომის პირველი მეფე იყო.

რომულუსმა რემუსი მოკლა უთანხმოების გამო იმაზე, თუ ვის უჭერდა მხარს ღმერთი, როგორც ახალი ქალაქის მმართველს, და ვისი სახელი უნდა რქმეოდა ამ ქალაქს. ქალაქს მათ რომი დაარქვეს. თქმულების მიხედვით რომულუსი ერთ ბორცვზე იდგა, რემუსი კი მეორეზე, როდესაც ჩიტების ჯგუფმა რომულუსს კამარა შემოარტყა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის მეფე უნდა გამხდარიყო. ქალაქის დაფუძნების შემდეგ, რომულუსმა ლეგიონებისა და სენატის დაარსებასთან ერთად, მას ახალი მოქალაქეებიც შემატა მეზობელი საბინების ტომებისგან ქალების მოტაცებით, რამაც საბინებისა და რომაელების ერთ ხალხში აღრევა გამოიწვია. წარმატებული დაპყრობითი ომების წყალობით რომულუსმა დროთა განმავლობაში სამეფოს ვრცელი ტერიტორია და დიდი რაოდენობით ხალხი შემოუერთა.

გარდაცვალების შემდეგ რომულუსს ღმერთი ქირინუსის სტატუსი მიანიჭეს და ის რომაელი ხალხის ღვთიური განსახიერება გახდა. დღეს მას მითოლოგიურ ფიგურად მიიჩნევენ, ხოლო მისი სახელი ქალაქი რომისგან წარმოებული უნდა იყოს, რომელიც თავის მხრივ სიტყვისგან "მდინარე" უნდა მომდინარეობდეს. (…სრულად)