პორტალი:ძველი რომი/რჩეული ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუმა პომპილიუსი
ნუმა პომპილიუსი

ნუმა პომპილიუსი (Numa Pompilius) (* 21 აპრილი, ძვ. წ. 753 ― † ძვ. წ. 674) - რომის ლეგენდარული მეორე მეფე. ნუმა პომპილიუსი წარმოშობით საბინელი იყო, ქალაქ კუროსიდან. პლუტარქეს ცნობით იგი რომის დაარსების დღეს დაიბადა. მამამისს, პომპონიუსს, ოთხი ვაჟი ჰყავდა, ნუმა უმცროსი იყო. ზოგი ანტიკური ავტორი ამტკიცებდა რომ იგი პითაგორას მოსწავლე იყო, მაგრამ პითაგორა ნუმაზე 200 წლით გვიან ცხოვრობდა. ტიტუს ლივიუსი მიიჩნევს რომ ნუმას მაღალი მორალური თვისებების მისაღწევად სრულიად არ ესაჭიროებოდა განათლების უცხოელ ფილოსოფოსთან მიღება, ვინაიდან საბინელები ზნეობით გამოირჩეოდნენ.

მის ზნეობრივ პრინციპებზე რომულუსის თანამმართველმა ტატიუსმაც შეიტყო და მიათხოვა ნუმას ერთადერთი ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, იგი არ გადასახლდა რომში, რადგან მშვიდი ცხოვრება ერჩივნა. დაქორწინებიდან 13 წლის შემდეგ ტატია გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ ნუმამ ქალაქი დატოვა და წმინდა ტყეში დასახლდა. ჭორების მიხედვით იგი მუზას შეუყვარდა და იქ ერთად ცხოვრობდნენ.

ნუმა უკვე ორმოცი წლის იყო, როდესაც რომიდან მასთან ელჩები მოვიდნენ და მეფობა შესთავაზეს. ნუმა ჯერ არ თანხმდებოდა მეფობაზე, მიაჩნდა რომ იგი არ შეეფერებოდა მეომარ ერს. მაგრამ ელჩებმა მოახერხეს მისი დარწმუნება და ნუმა დათანხმდა. (…სრულად)