პორტალი:ცხოველები/რჩეული ფოტო/კანდიდატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კანდიდატები[წყაროს რედაქტირება]

იშასას ძუ ლომი ხეზე

ძუ ლომი იშაშას დედოფალი ელისაბედის ეროვნულ პარკში, უგანდა. იშაშას ლომები განთქმული არიან ხეზე ცოცვით, თვისება, რომელიც მხოლოდ ტბა მანიარას რეგიონში მობინადრე ლომებს ახასიათებს. ისინი ხშირად დღის ყველაზე ცხელ ნაწილს ამ რეგიონში გავრცელებულ დიდი ლეღვის ხეებზე ატარებენ. გაურკვეველია, თუ რატომ ახასიათებს ეს თვისება მხოლოდ ამ რეგიონის ლომებს.


სურათის ავტორი: კოდი პოუპი
სხვა რჩეული ფოტოები...

მაგოტი

ბერბერული მაკაკა (Macaca sylvana) პრიმატია, რომელიც გიბრალტარსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სახლობს. გიბრალტარის კლდე მთელს ევროპაში შემორჩენილი გარეული მაიმუნის ბოლო სახეობის სამშობლოა, სადაც პოპულარული რწმენით, სანამ ბერბერული მაკაკები არსებობენ გიბრალტარზე, ეს ტერიტორია ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩება.


ფოტო: ქრისტოფერ ბუტიგიეგი
სხვა რჩეული ფოტოები...

Fringilla coelebs

ნიბლია, ასევე სკვინჩა (ლათ. Fringilla coelebs) მთიულასებრთა ოჯახს ეკუთვნის. საქართველოს ზოგ კუთხეში წიფლის ჩიტსაც ეძახიან. ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 17 სმ აღწევს), მგალობელი ფრინველია. ბინადრობს ყველგან, უმთავრესად კი მთის ტყეებში. ზამთრობით დაბლობებში უფრო მეტია. აპრილში დებს 4 კვერცხს, კრუხობს მხოლოდ დედალი. იკვებება მცენარის თესლით (განსაკუთრებით სარეველებით), ნაყოფით და სხვა ნაწილებით, კენკავს მწერებსაც. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა კავკასიური ნიბლია (Fringilla coelebs solomkoi).




სურათის ავტორი: მაიკლ მაგზი
სხვა რჩეული ფოტოები...


მანდარინული იხვი.

იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი, იხვისებრთა ოჯახში. გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატასინები. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება.


სურათზე: მანდარინული იხვი, გლოსტერშირი, ინგლისი
ფოტო: ა. პინგსტონი
სხვა რჩეული ფოტოები...


თეთრი ზვიგენი.

თეთრი ზვიგენი (ლათ. Carcharodon carcharias), მეტსახელით თეთრი სიკვდილი, განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენია, რომელიც ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 2.000 კგ–ს და აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია. ის უძლეველია და მისთვის ერთადერთ საშიშროებას ადამიანი წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით ორკას (დელფინთა გვარის), რომელიც მასთან კონტაქტში იშვიათად შედის.


სურათზე: თეთრი ზვიგენი ისლა გვადალუპეს ნაპირებთან, მექსიკა.
ავტორი: ტერი გოსი, აგვისტო 2006
სხვა რჩეული ფოტოები...


კიბორჩხალასებრი ობობა.

ობობა ფეხსახსრიან ცხოველთა რიგს მიეკუთვნება ობობასნაირთა კლასში. რიგში 21 ათასზე მეტი სახეობაა, რომელთაგან საქართველოში 400-მდე სახეობაა. მტაცებელია, იკვებება მავნე მწერებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. ობობებს შორის ბევრია შხამიანი, მათგან აღსანიშნავია ყარაყურთი და ტარანტული. ყარაყურთის შხამი სასიკვდილოა ადამიანისა და მსხვილფეხა ცხოველებისათვის.



სურათზე: კიბორჩხალასებრი ობობა.
ავტორი: ოლაფ ლეილინდერი, სექტემბერი, 2005
სხვა რჩეული ფოტოები...

პორფირიონი პორფირიონი, ხონთქრის ქათამი (Porphyrio porphyrio), ლაინასებრთა ოჯახის ფრინველი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ პოლინეზიაში. კავკასიაში გვხვდება აღმოსავლეთ დაღესტანსა და აზერბაიჯანში. უწინ საქართველოში გვხვდებოდა ჯანდარისა და კუმისის ტბებზე. ბინადრობს ზღვებისა და მტკნარი წყალსატევების პირას, ხშირ ლერწამ-ლელქაშში, ბუდეს მიწაზე იკეთებს. აპრილში დედალი დებს 5-7 (ჩვეულებრივ 3-5) კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი, 22-25 დღე-ღამეს. იკვებება მცენარეული საკვებით, უმნიშვნელო რაოდენობით მწერებით. მეტად იშვიათად ჭამს ბაყაყს, ფრინველის მართვეს. შეტანილია "წითელ წიგნში".


ფოტო წყარო: Cheradenine
სხვა რჩეული ფოტოები...