პორტალი:ფეხბურთი/რჩეული სტატია/5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Fc barcelona.png

ბარსელონაესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. „ბარსელონა“ უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ. უფრო მეტი, ვიდრე კლუბი).

„ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით "culés" (კულე). (…სრულად)