პორტალი:ფეხბურთი/რჩეული სტატია/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უეფა-ს თასი (UEFA Cup, ასევე C3), საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომლის ორგანიზატორია UEFA. ეს არის ყველაზე პოპულალური საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატი მსოფლიოში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფას თასისთვის დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.

თასის გათამაშება 1971 წელს დაიწყო და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს უეფას თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფას თასთან. სკ სევილია უეფას თასის მიმდინარე მფლობელია, რომელმაც ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ყოველწლიურ შეჯიბრში, მათი უდიდესი წარმატებით ჰამპდენის პარკში, გლაზგო, შოტლანდია, 2007 წლის 16 მაისს. მათ თანამოძმეები სამეფო საფეხბურთო კლუბიდან "ესპანიოლი" პენალტებით დაამარცხეს. (…სრულად)