პორტალი:უკრაინა/ბიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რედ. რჩეული ბიოგრაფია
სვიატოსლავ რიხტერი

სვიატოსლავ რიხტერი (უკრ.: Святосла́в Теофі́лович Рі́хтер; 1915–1997) — საბჭოთა მუსიკოსი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი. განთქმული იყო ვირტუოზული ტექნიკითა და ვრცელი რეპერტუარით. რიხტერის დაფუძნებულია რამდენიმე სამუსიკო ფესტივალი, მათ შორის განთქმული "დეკემბრის საღამოები" პუშკინის მუზეუმში (1981 წლიდან), სადაც ის მსოფლიოს მრავალ წამყვან მუსიკოსებთან გამოდიოდა, მათ შორის მევიოლინე ოლეგ კაგანთან, ალტისტ იური ბაშმეტთან, ვიოლონჩელისტ მსტისლავ როსტროპოვიჩთან და ნატალია გუტმანთან, მომღერალ ნინა დორლიაკთან (რიხტერის პარტნიორი). მის თანამედროვეთაგან განსხვავებით რიხტერი პედაგოგობით არასდროს დაკავებულა.