პორტალი:ტექნიკა/რჩეული ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი
ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი

ბარონი ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი (გერმ.: Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun) (დ. 23 მარტი, 1912, ვირზიცი, გერმანიის რაიხი - გ. 16 ივნისი, 1977, ალექსანდრია, აშშ) — გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რაკეტების განვითარებში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში, შემდგომ კი აშშ-ში. იგი ხელმძღვანელობდა გერმანული რაკეტულ პროგრამას მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს, ომის შემდეგ გადავიდა აშშ-ში სადაც ჯერ ქმნიდა ამერიკულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს ვიდრე ნასაში გადავიდოდა სამუშაოდ, სადაც იგი ამ ორგანიზაციის მარშალის სახელობის გაფრენების ცენტრის დირექტორი და სატურნ-V რაკეტის მთავარი კონსტრუქტორი გახდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის მთვარეზე გაფრენა. ვერნერ ფონ ბრაუნი მიჩნეულია ამერიკული კოსმოსური პროგრამის „მამად“. (სრულად)