პორტალი:სსრკ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Coat of arms of the Soviet Union.svg
რჩეული სტატია
LocationSovietUnion.png

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) იყო სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში. საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა. კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას). საბჭოთა კავშირის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (1990 წლის მონაცემებით – 78%) შედგებოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკისგან, რომელიც 1917 წლის 7 ნოემბრის რევოლუციის შედეგად რუსეთის ცარისტული იმპერიის ტერიტორიაზე დაარსდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ რუსეთის ფედერაციის სახით მის იურიდიულ მემკვიდრედ დარჩა. რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის დომინირების გამო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს მსოფლიოში, მეტწილად კი დასავლეთში, ძირითადად როგორც ”რუსეთს” იცნობდნენ. (სრულად)

რჩეული ბიოგრაფია

იოსებ ბესრიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი) (* 9 დეკემბერი/21 დეკემბერი, 1879, გორი - †5 მარტი, 1953, მოსკოვი), კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898-იდან. დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში. 1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კ. მარქსის, ფ. ენგელსის, ვ. ი. ლენინის, გ. პლეხანოვის შრომები. (სრულად)

იცოდით, რომ...
პორტალი:სსრკ/იცით თუ არა
ეს თვე სსრკ-ის ისტორიაში
რჩეული სურათი
SUR 10 1961 obverse.jpg


სსრკ სახელმწიფო ბანკის ბილეთი; 10 მანეთი

დაკავშირებული გვერდები
კატეგორიები:

კატეგორია, სსრკ-ის გმირი ქალაქები, სსრკ-ის ეკონომიკა, სსრკ-ის ისტორია, სსრკ-ის კოსმონავტიკა, საბჭოთა ლოზუნგები, სსრკ-ის მასმედია, სსრკ-ის ორდენები, სსრკ-ის პოლიტიკოსები, სსრკ-ის რესპუბლიკები, საბჭოთა კავშირის ავტონომიური ოლქები, სსრკ-ის სამხედრო მოღვაწეები, სსრკ-ის საპატიო წოდებები, სსრკ-ის სახელმწიფო მეთაურები, სსრკ-ის ფილმები, სსრკ-ის შეიარაღებული ძალები...

სტატიები:
სსრკ, ამიერკავკასიის სფსრ, დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, დიდი წმენდა, კოსმოს-954, ლენინი, ლენინის მავზოლეუმი, საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტო, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, სსრკ-ის ჰიმნი, იოსებ სტალინი...

დაკავშირებული პორტალები
ისტორია
გეოგრაფია
კომუნიზმი
სოციალიზმი