პორტალი:სომხეთი/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერევნის კონიაკის ქარხანაალკოჰოლური სასმელების წარმოების წამყვანი საწარმოა სომხეთში. დაარსდა 1877 წელს პირველი გილდიის ვაჭრის ნერსეს ტაირიანცის მიერ.

1948 წელს ერევნის ღვინო-კონიაკის ქარხნის ერევენის ღვინის კომბინატად რეორგანიზაციის შემდეგ კონიაკის სპირტისა და კონიაკის წარმოების ცეხები გაერთიანდა დამოუკიდებელ ერევნის კონიაკის ქარხანაში.

1953 წელს ახალი შენობაში გადასვლიდან ერევნის კონიაკის ქარხნის დამოუკიდებელი ისტორია იწყება. 1953-91 წლებში ქარხანა სომხეთში კონიაკის წარმოების ერთადერთი მონოპოლისტი იყო. დანარჩენ ქარხნებში მხოლოდ კონიაკის გამოყვანასა და დაძველებას ახდენდნენ, რომლის კუპაჟს თავად ერევნის კონიაკის ქარხანა აწარმოებდა. სწორედ ამ ქარხანაში მიმდინარეობდა ცნობილი სომხური კონიაკების ჩამოსხმა: ორდინარული (სამ-, ოთხ- და ხუთწლიანი) და სამარკო (”ნარჩევი”, ”საიუბილეო”, ”სომხეთი”, ”დვინი”, ”ერევანი”, ”საზეიმო”, ”ნაირი”, ”ვასპირაკანი” და ”ახტამარი”). 1991 წელს მონოპოლია კონიაკის წარმოებაზე ლიკვიდირებულ იქნა. (...სრულად)