პორტალი:სახვითი ხელოვნება/მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. მუზეუმი
შესასვლელი მიჩიგანის გამზირიდან
შესასვლელი მიჩიგანის გამზირიდან

ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი (Art Institute of Chicago) წამყვანი ხელოვნების მუზეუმი და სკოლაა აშშ-ში, ცნობილი ასევე იმპრესიონისტთა და ამერიკული ხელოვნების მინუშთა ვრცელი კოლექციით. მდებარეობს გრანტ პარკის დასავლეთით, მიჩიგანის გამზირის 111-ში, ჩიკაგო, ილინოისი.

1866 წელს 35 ხელოვანთა ჯგუფმა დააფუძნა ჩიკაგოს დიზაინის აკადემია სტუდიაში დიარბორნის ქუჩაზე, რომლის მიზანი უფასო სკოლა იყო საკუთარი ხელოვნების გალერეით. ორგანიზაციას საფუძვლად დაედო ევროპული ხელოვნების აკადემიების სისტემა, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო აკადემია, აკადემიკოსებითა და მათი მოადგილეებით. 1892-93 წლებში მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციისთვის ხელოვნების ინსტიტუტმა ქალაქის მმართველობაზე ზეწოლით მიაღწია იმას, რომ ექსპოზიციისთვის მიჩიგანის ტბის სანაპიროზე სპეციალურად აგებული შენობა შემდეგ ინსტიტუტისთვის გადაეცათ. მშენებლობის ღირებულება ნაწილობრივ მიჩიგან/ვან-ბურენის საკუთრების გაყიდვის ამონაგებით დაიფარა. 1893 წლის 31 ოქტომბერს ინსტიტუტი ახალ შენობაში გადავიდა.