პორტალი:სახვითი ხელოვნება/იცოდით რომ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. იცოდით, რომ...

წმინდა ლუკა მახარებელი (לוקא, ბერძნ.: Λουκᾶς) — ტრადიციით ითვლება ლუკას სახარებისა და მოციქულთა წიგნის, ახალი აღთქმის მესამე და მეხუთე წიგნების ავტორად. კათოლიციზმში ის მხატვრების, ექიმებისა და მკურნალების მფარველი წმინდანია.

გადმოცემით ლუკას შეუქმნია ღვთისმშობლის პირველი ხატი, მასზე ქალწულ მარიამს ხელთ თავისი ყრმა - უფალი იესო ქრისტე უპყრია; ლუკას თავისი ნახატი ღვთის დედისათვის მოუტანია მსჯავრის გამოსატანად, რომელსაც სიხარულით მოუხილავს იგი და უთქვამს: „ჩემგან შობილის მადლიმც იყოს ამ ხატზე და ჩემი წყალობაც ჰფარვიდეს მას!“ გარდა ამისა, წმიდა ლუკა მახარებელს ძელის დაფებზე დაუხატავს მოციქულების პეტრესა და პავლეს გამოსახულებანი და ამით დაუდვია დასაბამი წმინდა ხატწერისათვის.