პორტალი:საქართველო/რჩეული ბიოგრაფია/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქარია ფალიაშვილი

ზაქარია ფალიაშვილი (დ. 4 აგვისტო, 16 აგვისტო, 1871, ქუთაისი ― გ. 6 ოქტომბერი, 1933, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.

მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის ოთხი ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში. სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას, მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში — ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდში. 1891-იდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895—1899 წლებში — თეორიული დისციპლინებში მეცადინეობდა ნიკოლოზ კლენოვსკის ხელმძღვანელობით.