პორტალი:საფრანგეთი/საფრანგეთის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პარიზი

პარიზი (Paris) საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.

პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).

პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.