პორტალი:საფრანგეთი/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასტილიის აღება, 14 ივლისი, 1789
ბასტილიის აღება, 14 ივლისი, 1789

საფრანგეთის რევოლუცია (ფრანგ. Révolution française) (1789–1799) იყო გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთის, ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკანიზმმა შეცვალა აბსოლუტური მონარქია, ხოლო ქვეყნის კათოლიკური ეკლესია იძულებული გახდა რადიკალური რესტრუქტურიზაცია გაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მომდევნო 75 წლის განმავლობაში საფრანგეთი მრავალგზის გადახრილა რესპუბლიკას, იმპერიასა და მონარქიას შორის, ეს რევოლუცია საყოველთაოდ მიღებულია როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში – აბსოლუტიზმისა და არისტოკრატიის ხანიდან მოქალაქეობრიობის, როგორც დომინანტური პოლიტიკური ძალის, ეპოქაში.

საფრანგეთის რევოლუციის წყალობით ქვეყანაში ძველი მონარქიული რეჟიმი დაემხო და "თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა" გამოცხადდა. საფრანგეთმა ახალ ეპოქაში შეაბიჯა, თუმცა ამისათვის სისხლიანი და ტანჯული გზა განვლო.

სრულად...