პორტალი:სამეცნიერო ფანტასტიკა/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
SGC-ს ვარსკვლავთკარიბჭე
SGC-ს ვარსკვლავთკარიბჭე

ვარსკვლავთკარიბჭე (ინგლ. stargate) არის გამოგონილი მოწყობილობა, რომელიც შექმნეს ძველებმა და რომელიც გამოიყენება ვარსკვლავთკარიბჭის ფიქციურ სამყაროში. კარიბჭის დანიშნულებაა თითქმის მყისიერი პლანეტათშორისი მოგზაურობების განხორციელება.

ვარსკვლავთკარიბჭე ძველების ენაზეასტრია პორტას“, გოა’ულდურადჩაპპა'აი“; სხვადასხვა პლანეტაზე მას ასევე უწოდებენ „ღმერთთა რგოლს“ ან უბრალოდ „კარიბჭეს“) არის მოწყობილობა, რომლის მიზანია სივრცე-დროზე ზემოქმედება მასში ჭიახვრელის შესაქმნელად, რაც პლანეტიდან პლანეტაზე (უფრო სწორედ კი კარიბჭიდან კარიბჭეში) თითქმის მეყსეული გადაადგილების საშუალებას იძლევა. ვარსკვლავთკარიბჭის ძირითადი გამოყენება ქვესივრცეში შექმნილი გვირაბის მეშვეობით სამყაროს ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ძალიან სწრაფი გადაადგილებაა. ეს გადაადგილება ანუ ტელეპორტაცია მგზავრის შემადგენელი ნივთიერების ქვეატომურ დონემდე დაშლითა და ამ გზით მიღებული ნივთიერების ნაკადის წარმოქნილ ჭიახვრელში გაგზავნით მიიღწევა. (...სრულად)