პორტალი:სამართალი/თვის სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს საერთო სასამართლოები — საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში შემავალი სასამართლოების ერთობლიობა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განხორციელებას. საქართველო საერთო სასამართოების სისტემა და ორგანიზაცია განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. ეს კანონი აგრეთვე, განსაზღვრავს მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. (იხილეთ დაწვრილებით)