პორტალი:პინკ ფლოიდი/შემთხვევითი სტატია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Another Brick in the Wall (ქართ. მორიგი აგური კედელში) — ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Wall. იგი იყოფა სამ ნაწილად, რომლებიც ალბომში, სხვადასხვა ადგილზე ჟღერს. სამივე ნაწილის ავტორია როჯერ უოტერსი. ნაწილი II არის სკოლებში არსებული სასტიკი სისტემისა და ზოგადად, პანსიონატი სკოლების წინააღმდეგ საპროტესტო სიმღერა. ცნობილია, რომ ამ სიმღერას მღეროდნენ აფრიკაში, აპარტეიდის რეჟიმის საპროტესტო აქციების დროს. „Another Brick in the Wall Part 2“ ასევე გამოიცა სინგლის სახით და იქცა ჯგუფის ერთადერთ #1 ჰიტ სინგლად ბრიტანეთში, აშშ-ში, დასავლეთ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. აშშ-ში, სიმღერებთან „Run Like Hell“ და „Don't Leave Me Now“ ერთად, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა დისკო ჩარტის 57-ე პოზიციაზე. იგი იყო ჯგუფის პირველი ბრიტანული სინგლი, გამოცემული 1968 წლის Point Me at the Sky-ს შემდეგ. იგი ასევე იყო 1970-იანი წლების უკანასკნელი #1 სინგლი. „Another Brick in the Wall Part 2“ გახდა „გრემის“ ნომინანტი „როკ დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო შესრულების“ კატეგორიაში (ჯილდო ბობ სეგერის სიმღერამ „Against the Wind“ მიიღო). გარდა ამისა, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“ #375 ადგილზე. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა სინგლის 4 მილიონზე მეტი ასლი.

როგორც სინგლი, ასევე ალბომი The Wall სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, 1980 წელს აკრძალული იქნა, როდესაც რასობრივი უთანასწორობის გამო სკოლების ბოიკოტის ფარგლებში არსებული მოძრაობის მონაწილეებმა სიმღერა საკუთარ ჰიმნად აქციეს.

ვრცლად...