პორტალი:მითოლოგია/რჩეული სტატია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თესევსი (ძვ. ბერძნ. Θησεύς) — ძველბერძნულ მითოლოგიაში ათენის მეფე, ტროიძენის მეფის პიტთევსის ასული ეთრას შვილი, სავარაუდოდ ეგეოსის ან პოსეიდონისგან, რომელთანაც ეთრას ერთი ღამე ეძინა. თესევსი ანტიკური მითების ერთ-ერთი ცენტრალური გმირი და უმთავრესი პერსონაჟია, პერსევსის, კადმოსისა და ჰერაკლეს გვერდით, და მათ მსგავსად ებრძოდა და დაამარცხა მტრები, რომლებიც არქაულ რელიგიასა და სოციალურ წყობასთან იყვნენ გაიგივებული. როგორც ჰერაკლე იყო დორიელების გმირი, თესევსი იონიელების ფუძემდებელი გმირი იყო, რომელსაც ათენელები საკუთარ დიდ რეფორმატორად მიიჩნევენ. მისი სახელი მომდინარეობს იგივე ფესვებიდან, რაც θεσμός (თესმოს"), რაც ბერძნულად "ინსტიტუტს (დაწესებულება)" ნიშნავს. ის იყო პასუხისმგებელი "სინოიკიზმის" (თანაცხოვრება) — ატიკის პოლიტიკური გაერთიანება ათენის მმართველობის ქვეშ. როგორც გამაერთიანებელმა მეფემ, თესევსმა ააგო და ადგილი დაიმკვიდრა სასახლეში აკროპოლისის ციხე-სიმაგრეში, რომელიც მიკენაში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სასახლის მსგავსი უნდა ყოფილიყო. სინეიციზმის შემდეგ მისი დაფუძნებული უნდა იყოს აფროდიტე პანდემოსის (აფროდიტა ყველა ხალხისთვის) და პეითოს კულტი.

"ბაყაყებში" არისტოფანე თესევსს მიაწერს ათენელთა მრავალი ყოველდღიური ტრადიციის მოგონება-დაწესებას. თუ მინოელთა ჰეგემონიის თეორია ჭეშმარიტია, თესევსის ლეგენდები უნდა ემყარებოდეს ათენელთა ამ პოლიტიკური წყობიდან გათავისუფლებას, ვინემ ისტორიულ პიროვნებას.

პლუტარქეს თესევსის ბიოგრაფიაში მინოტავრის სიკვდილის, თესევსის თავის დაღწევისა და არიადნეს სიყვარულის აღწერის რამდენიმე განსხვავებული წყარო მოჰყავს, რათა მისი ლიტერალისტური ბიოგრაფია, "ვიტა" ააწყოს პლუტარქეს წყაროები, რომელთა ნაწილი დამოუკიდებლად დღემდე შემორჩენილი არ არის, მოიცავს ფერეკიდეს (VI ს.), დემონს (დაახ. 300), ფილოქორუსს და კლეიდემუსს (ორივე IV ს.). თესევსი აგრეთვე ნახსენებია „ილიადაში“ (I 265) და „ოდისეაში“ (XI 323, 631). მიკენურ მითებში გვხვდება მისი სახელის ალტერნატიული დამწერლობა te-se-u (თესეუსი). (...სრულად)