პორტალი:მითოლოგია/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერსევსი (ძვ. ბერძნ. Περσεύς) — ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, არგოსის მეფის, აკრისიოსის ქალიშვილის და ძველბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთის, ზევსის ვაჟი. გორგონა მედუზას მკვლელი და ანდრომედას გადამრჩენელი. ნახსენებია „ილიადაში“ (XIV 320).

პერსევსი არის ელინისტური ეპოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, იგი ასევე ითვლება ბერძენ გმირთა პლეადის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ წევრად. პერსევზე მითის გავლენა იგრძნობა ასევე გამოჩენილი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოებში „ზღაპარი მეფე სალტანისა“ (რუს. «Сказка о царе салтане»). პერსევსზე მითების უმრავლესობა მოთხრობილია ოვიდიუსის პოემაში „მეტამორფოზი“. ოვიდიუსის პოემის ინტერპრიტაციის მიხედვით არსებობს პერსევსზე მითის რემდენიმე ვარიანტი. (...სრულად)