პორტალი:მეტრო/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი (ინგლ. New York City Subway) — უმსხვილესი მეტროპოლიტენი მსოფლიოში ხაზების სიგრძის მიხედვით; გაიხსნა 1904 წელს. ექსპლუატაციაში არსებული ხაზების საერთო სიგრძე შეადგენს 1355 კმ-ს (მათ შორის სამგზავროდ გამოიყენება 1056 კმ). სადგურების ოფიციალური რაოდენობაა 468, მარშრუტებისა — 26. მგზავრთა დღიური გამტარობა შეადგენს 3 906 849 ადამიანს (2004 წ.).

მიუხედავად ტრადიციული სახელწოდებისა „subway“ (მიწისქვეშა), გზების დაახ. 40% მიწაზე ან მიწისზედა კონსტრუქციებზე გადის. მთელი სისტემა განცალკევებულია საგზაო მოძრაობისა ან ტრანსპორტის სხვა სახეობებისგან, ხაზებს შორის გადაკვეთების უმრალესობა მრავალდონიანი ლიანდაგების მეშვეობით ხორციელდება.