პორტალი:მართლმადიდებლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტალი:მართლმადიდებლობა
პორტალი:მართლმადიდებლობა




მართლმადიდებლობა - ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. სახელი დაერქვა 1054 წ. შემდგომ, ქრისტიანული ეკლესიის ფორმალურად ორად გათიშვის შედეგად, როდესაც რომის ეკლესია რიგ თეოლოგიურ საკითხებში უთანხმოების გამო გამოეყო პენტარქიას (ეკლესიათა ხუთეულს) - იერუსალემის ეკლესიას, ალექსანდრიის ეკლესიას, კონსტანტინოპოლის ეკლესიას და ანტიოქიის ეკლესიას. რომის ეკლესიას ეწოდა კათოლიკური; ხოლო დანარჩენი ოთხი ეკლესია განისაზღვრა, როგორც მართლმადიდებლური. (…სრულად)

რედ.

ანტიოქიის მართლამდიდებელი ეკლესიის გერბი

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია (ოფიციალური სახელწოდება ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის რომაული მართლმადიდებლური პატრიარქატი) – უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც უკავია მესამე ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში, ერთ–ერთია ოთხი უძველესი აღმოსავლური ეკლესიიდან . თქმულების მიხედვით დაარსებულია დაახლოებით 37 წელს ანტიოქიაში პეტრე და პავლე მოციქულების მიერ.

ანტიოქიის ეკლესიის ფუძემდებლებად ითვლებიან პეტრე და პავლე მოციქულები,რაზეც მიუთიტებს არაერთი საეკლესიომწერალი (ევსები კესარიელი, ნეტარი იერონიმი, წმინდა ლევ I დიდი...). მალევე ეკლესია შედის ქრსტიანების დევნის ეპოქაში, რომელიც გრძელდება 324 წლამდე,მანამ სანამ იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ღიად არ დაიწყო ქრისტიანების მფარველობა.


ეკლესიის წინამძღვარი 1979 წლიდან არის უნატერესი ეგნატე IV, სრული ტიტული ანტიოქიის პატრიარქისა:უნეტარესი პატრიარქი, დიდი ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა,მესოპოტამიისა და მთელი აღმოსავლეთისა. რეზიდენცია დამასკოში. ღვთისმსახურება მიმდინარეობს ბერძნულ და არაბულ ენებზე... (...სრულად)

რედ.

პავლე მოციქული

პავლე, (ბერძ. παΰλος, ებრ. სახელი שָׁאוּל, Scha'ul, აქედან ლათ. Saulus; გ. 60 შემდეგ, ალბათ რომში), ერთ-ერთი მოციქული ქრისტიანულ რელიგიაში, „საქმე მოციქულთას“ მიხედვით, პავლე დაბადებულა ქ. ტარსოსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიუღია იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში, მაგრამ დამასკის გზაზე ქრისტეს „სასწაულებრივ ხილვას“ მოუქცევია, რის შემდეგ იგი ქრისტიანობის მქადაგებელი გამხდარა. ქრისტიანობის გასავრცელებლად სამგხის უმოგზაურია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში — არაბეთიდან ესპანეთამდე. მოწამებრივად აღსრულებულა (თავი მოუკვეთიათ) რომში იმპერატორ ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს.

პავლემ ხელი შეუწყო ქრისტიანობის ისტორიულ სვლას, საბოლოო გამარჯვებას და მის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას... (...სრულად)

რედ.

თედორეს ღვთისმშობლის ხატი
თედორეს ღვთისმშობლის ხატი
რედ.

ფილარეტ მოწყალე - პანტელეიმონის მონასტერი - იერემია წინასწარმეტყველი - იონა წინასწარმეტყველი - იოდასაფი - გრიგოლ პალამა - კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია - სოფრონი I (იერუსალიმის პატრიარქი) - იოანე პოლივოტელი - წმინდა ბარბარე - წმინდა ანასტასი - ნექტარიოს ათონელი - ფილოთეოზ ათონელი - ათონელი ღირსმოწამეები - მართლმადიდებელი წმინდანები...

რედ.

მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქები კატეგორია ვერ მოიძებნა
რედ.

რედ.


ქეშის გაწმენდა