პორტალი:კლასიკური ცივილიზაცია/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკნომის კონცხის ბრძოლაპირველი პუნიკური ომის დროს, საზღვაო ბრძოლა რომის და კართაგენის ფლოტებს შორის, ძვ. წ. 256 წელს, სიცილიის ნაპირებთან, ეკნომუსის კონცხთან, თანამედროვე ლიკატას მახლობლად. მასში მონაწილეთა რაოდენობით (თითო გემზე 300 მენიჩბე და 150 ჯარისკაცი), ეს იყო ანტიკური ეპოქის უდიდესი საზღვაო ბრძოლა. ომის დაწყებიდან უკცე 8 წელი გავიდა, რომლშიც რომაელებმა დაამტკიცეს თავისი სახმელეთო უპირატესობა და შექმნეს ფლოტი, რომელმაც, უკვე შეძლო კართაგენული გამოცდილი ფლოტისთვის ღირსეული მეტოაქეობის გაწევა. სიცილიაზე 8 წლიანი ომის შემდეგ ორივე მხარე ჩიხში შევიდა, ვინაიდან ორივე მხარე ერთნაერად ძლიერი იყო. ჩიხიდან გამოსასვლელად რომაელებმა გადაწყვიტეს საომარი მოქმედებების ლივიის დაუცველ ნაპირებზე გადატანა. რომაელებმა მესინაში გადაისროლეს 330 გემი. ფლოტს ორივე კონსული, მარკუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი მეთაურობდნენ, აქედან კი ფლოტი ეკნომისკენ დაიძრა, სადაც სახმელეთო ჯარები იდგა, რომელიც 4 ლეგიონისგან და დამხმარე ჯარებისგან შედგებოდა. ამავდროულად კართაგენელებმა ჯერ ლილიბეუმისკენ, შემდეგ ჰერაკლეა მინოასკენ გადაისროლეს 350 გემი. კართაგენელებს კარგად ესმოდათ ლივიის ნაპირების დაუცველობა, ამიტომ მათ განიძრახეს საზღვაო ბრძოლით აღეკვეთათ რომაელთა აფრიკული ექსპედიცია. ამიტომ კართაგენული ფლოტიც ეკნომისკენ გაემართა. (სრულად...)