პორტალი:კლასიკური მუსიკა/რჩეული კომპოზიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რჩეული კომპოზიცია
ფანტასტიკური სიმფონიის ხელნაწერი
ფანტასტიკური სიმფონიის ხელნაწერი

ფანტასტიკური სიმფონია (ფრანგ. Symphonie fantastique) ჰექტორ ბერლიოზის შემოქმედებაში საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ამავე დროს ფრანგული პროგრამული სიმფონიის ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილებაა. სიმფონია ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ბერლიოზმა იგი მაშინ დაწერა, როცა შეყვარებული იყო ცნობილ ინგლისელ მსახიობზე - ჰარიეტ სმიტსონზე. ამას მოწმობს სიმფონიის ქვესათაურიც - ”ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან”. სიმფონიის მხატვრული ღირსება ავტობიოგრაფიულ შინაარსზე უფრო ფართოა. იგი მსოფლიო რომანტიკული ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ”ფანტასტიკური სიმფონის” ბერლიოზის ეპოქის შესანიშნავი ძეგლიცაა, რომელიც გადაგვიშლის მე-19 საუკუნის 20-ანი წლების ბერლიოზის თანამედროვეთა სულიერ სამყაროს. ხუთივე ნაწილი შექმნილი და შთაგონებულია მისივე მგზნებარე სიყვარულის ისტორიით, გაერთიანებულია ერთი თემით - ლეიტმოტივით. ეს არის სატრფოს სახე, რომელსაც კომპოზიტორმა ”აკვიატებული იდეა” უწოდა. საინტერესოა სიმფონიის ახალი მხატვრული ჩანაფიქრი, სადაც გმირის ფიქრები და განცდები წარმოგვიდგებიან მუსიკალური სახეების საშუალებებით. თვით შეყვარებულთა მუსიკალური სახე წარმოადგენს მელოდიას. აქ წამყვანი როლი ენიჭება ლეიტთემიანობას. სატრფოს ლეიტთმა სიმფონიის ნაწილებში განიცდის სხვადასხვა ტემბრულ ცვლილებებს... (სრულიად)