პორტალი:ისტორია/ახალი სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეგატის კუნძულებთან ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის უკანასკნელი ბრძოლა, რომელმაც განაპირობა 24 წლიან, გამომფიტავ ომში რომის გამარჯვება. ბრძოლა გაიმართა მარტის იდებამდე 6 დღით ადრე, ანუ 10 მარტს, სიცილიის დასავლეთ ნაპირებთან ეგატის კუნძულებთან. ძვ. წ. 242 წლისთვის, 23 წლიანი ომის შედეგად ორივე მხარე უკვე ძალიან გამოიფიტა. გამოფიტვა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოების ფინანსებზე აისახა, კართაგენელებს უფრო და უფრო უმძიმდათ დაქირავებული ჯარებისთვის ხელფასების გადახდა, ხოლო რომაელებს ფლოტის არაერთხელ განადგურების შემდეგ აღარ ჰქონდათ ახალი ფლოტის აშენების სახსრები. უკანასკნელი წლების მანძილზე, რომაელები იფარგლებოდნენ სახმელეთო ბრძოლებით, მაგრამ ლილიბეუმის გაჭიანურებული ალყა და მთა ერიქსთან დაპირისპირებაც ჩიხში შევიდა, სედეგი მხოლოდ ერთი იყო - ორივე მხარე მხოლოდ იფიტებოდა და გაუგებარი იყო, რომელი მხარე გამოიფიტება პირველი და დაყრის იარაღს.(სრულად...)